Google Backup and Sync – მონაცემთა სარეზერვო კოპირება, დრაივი და ფოტოები ერთ აპლიკაციაში გაერთიანდა

Backup and Sync – Google Drive-ის განახლებული აპლიკაციაა სამგიდო კომპიუტერებისთვის. ეს სერვისი ყოველთვის უცნაურად გამოიყურებოდა რადგანაც მისი ვებ ინტერფეისი Office 365-თან კონკურირებს ხოლო სამაგიდო აპლიკაცია Dropbox-თან და სხვა ღრუბლოვან საცავებთან.

ახლა იკვე კომპანია სრულად შეცვალა კლიენტის კონცეფცია კომპიუტერებისთვის. ახალ ვერსიაში არის Google Drive-ისა და Photo-ს სრული ფუნქციონალი, რასაც ნებისმიერი ფოლდერის სარეზერვო კოპირებაც დაემატა. ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ სერვისის ფოლდერის სინქრონიზაცია. პრაქტიკულად აპლიკაციას უკვე შეუძლია ნებისმიერი ფოლდერის სრულყოფილი დამარქაფება სისტემაში.

აპლიკაციის გადმოწერა ოფიციალური საიტიდან არის შესაძლებელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *