დროთა განმავლობაში კომპანია Apple სტივ ჯობსის ეპოქის მოწყობილობებისგან თავისუფლდება და ახალ პოსტ-სტივ Apple-ად ყალიბდება, რომელსაც თამამად შეგვიძლია კუკისა და აივის Apple-ვუწოდოთ. კომპანია მართლაც განთავისუფლდა ერთგვარი დიქტატორული დამოკიდებულისბისგან მომხმარებლების და პროდუქტების მიმართ, რაც დადებითად აისახება კლიენტების დამოკიდებულებაზე.
გაყიდვაში რჩება iPod touch, რომელიც იდეაში iPhone-ია SIM-ბარათის გარეშე. iPod touch-მა მიიღო მეხსიერების განახლება და ფასდაკლება, ახლა უკვე 32 გიგაბაიტიანი მოდელი 200 დოლარი ღირს, ხოლოდ 128 გიგაბაიტიანი ვერსია 299 დოლარი გახდა, რითაც ის ყველაზე იაფი iOS მოწყობილობა გახდა.