გასულ კვირას კომპანია Google-მა Android 8.0 Oreo წარმოადგინა, რომელშიც უამრავი ახალი ფუნქცია და ცვლილება შევიდა. მიუხედავად ამისა გარეგნულად სისტემა პრაქტიკულად არ შეცვლილა. ზოგიერთისთვის ეს პრობლემას აწრ წარმოადგენს, რადგანაც არსებობს უამრავი ლანჩერი, რომელიც სამომხმარებლო ინტერფეისს მათი მოთხოვნების შესაბამისად ცვლის. სუპერმმხამრებლის უფლებებით კი ყველა ბარიერი იხსნება და სისტემის ვიზუალი შეიძლება ძიერულად შეიცვალოს.

კომპანია Sony-ს წყალობით, რომელიც ღია კოდით აქვეყნებს თავის ნამუშავერებს Android-მა მიიღო Runtime Resource Overlay (RRO) რომლის საშუალებითაც თემების შექმნაა შესაძლებელი. ახალ ანდროიდში მას Overlay Manager Service ქვია და მის გამოყენებას root უფლებები არ ჭირდება.

Android-ის ახალ ვერსიაში root უფლებების გარეშეც შეიძლება პოპულარული Substratum-ის გამოყენება, თუმცა მისი სრულყოფილი მუშაობისთვის ჯერ კიდევ საჭიროა კომპიუტერიდან გარკვეული სკრიპტის, მოწყობილობის ყოველი გადატვირთვის შემდეგ.

წინა სტატიაGalaxy Note 8 – უძლიერესი სმარტფონის პირველი შეფასებები
შემდეგი სტატიანიუ-იორკის პოლიცია 36 000 Windows Phone-ს iPhone-ებით ჩაანაცვლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი