Android One პროგრამას Motorola შეუერთდება

ბოლო დრომდე Andoid One პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ბიუჯეტური სმარტფონები გამოდიოდა განვითარებადი ბაზრებისთვის. ეს სმარტფონები საწყისი დონის იყო და ძალიან მოკრძალებული ტექნიკური მონაცემები ქონდა. ეს ტრადიცია გასულ კვირას კომპანია Xiaomi-მ დაარღვია და Mi A1 წარმოადგინა. მათი სმარტფონი 230 დოლარი ღირს, ფლაგმანური ორმაგი კამერა, საკმაოდ მძლავრი ტენიკური მონაცემები და მეტალის კორპუსი აქვს. როგორც ცნობილი გახდა მსგავს მოწყობილობას Motorola-ც გამოუშვებს.

ცნობილი ინსაიდერის ევან ბლასის მონაცემებით, უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება Moto X4-ის სპეციალური ვერსია. მან ასევე გამოაქვეყნა სმარტფონის სურათი, სადაც აპარატის უკანა მხარეს “Android One” წარწერაა მოთავსებული.

თუ Xiaomi-ს სუფთა Android-ით გამოსვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გამომდინარე იქიდა, რომ კომპანიის საფირმო გარსი MIUI რადიკალურად განსხვავედება სთოქისგან, Motorola-ს სმარტფონებში ისედაც თითქმის სუფთა Android გამოიყენება და მასში მხოლოდ რამდენიმე საფირმო აპლიკაციაა, რომლების გამორთვაც პირდაპირ მენიუდან არის შესაძლებელი.

Moto X4-ის სპეციალური ვერსიის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *