ა.შ.შ-ს მთავრობამ Apple-ს iPhone-ებში FM რადიოს გააქტიურება მოსთხოვა

შეერთებული შტატების კავშირგაბმულობის კომისიის მეთაურმა აჯიტ პაიმ კომპანია Apple-ს მოსთხოვა FM რადიოს ფუნქციონაილის ჩართვა iPhone-ებში. ეს მოთხოვნა უკავშირდება ბოლო პერიოდში ტროპიკული შტორმების დროს მობილური კავშირის პრობლემებს, როცა ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი საიმედო საშუალება FM რადიო იყო მხოლოდ. Apple-ში უკვე გააკეთეს კომენტარი ამაზე და აღმოჩნდა, რომ კომპანიას ამ პრობლემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.

“ეს შეუძლებელია. iPhone 7 და 8-ს არ აქვს FM რადიო ჩიპები და მათ არ აქვს ანტენები, რომლებიც FM სიგნალს მიიღებენ” – განაცხადა ფილ შილერმა, რომელიც კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტია მარკეტინგის კუთხით.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ iPhone-ების უახლეს მოდელებს აპარატულ დონეზე არ აქვთ FM რადიოს მხარდაჭერა. ამავდროულად არაფერია ნათქვამი უფრო ძველ მოწყობილობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ოფიციალურად გაყიდვაშია.

სპეციალისტები თვლიან, რომ Apple უბრალოდ არ არის დაინტერესებული იმით, რომ მის პროდუქტებში FM რადიოს მხარდაჭერა იყოს, რადგანაც ეს ნეგატიურად იმოქმედებს Apple Music-ის განვითარებას. ასევე კომპანია ამბობს, რომ მათ მოწყობილობებში უკვე არის საგანგებო სიტუაციების შეტყობინების სისტემა.

FCC-ის მონაცემებით, წლის დასაწყისისთვის ყველაზე პოპულარულ მოდელებს შორის ა.შ.შ-ში მხოლოდ 44%-ს აქვს აქტიური FM მოდული. დაახლოებით იმდენივე რაოდენობის iPhone-ებს არა აქვთ ეს ფუნქციონალი.

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

წარმოდგენილია Lenovo Legion Go 2-ის ახალი პორტატული კომპიუტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *