კომპანია Huawei-მ წარმოადგინა ფლაგმანური სმარტფონები Mate 10 და Mate 10 Pro, რომლებსაც ისინი “გონიერ მანქანებს” უწოდებენ. ახალი აპარატებული მუშაობენ ახალ Kirin 970 პროცესორზე, რომელშიც მსოფლიოში პირველი გამოყოფილი ბლოკია მანქანური სწავლებისათვის, რაც ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალს პირდაპირ მოწყობილობაზე ამუშავებს.

Mate 10 და Mate 10 Pro-ს შუშის უკანა პანელი აქვთ მომრგვალებული კუთხეებით. მიუხედავათ დიდი გაბარიტებისა სმარტფონები არ იგრძნობა მძიმედ და მათი ხელში დაკავება კომფორტულია. როგორც წინიდან ასევე უკანაც გამოყენებულია Corning Gorilla Glass, რომელიც ხარისხიანი ოლეოფობიური ზედაპირით გამოირჩევა.

თითის ანაბეჭდების სკანერი Mate 10 Pro-ში უკანა პანელზეა და მის მდებარეობასთან პრობლემები არ იქმნება. ის ზუსტად იქ არის განთავსებული სადაც საჩვენებელი თითი ხვდება ბუნებრივად. Mate 10-ში ის იწნა პანელზე არის მოთავსებული ეკრანის ქვევით. ზედა ნაპირზე არის ინფრაწითელი გადამცემი საოჯახო ტექნიკის მართვისათვის. სტანდარტული 3.5 მმ. აუდიო პორტი მხოლოდ Mate 10-ში არის შენარჩუნებული და უფროს მოდელში Type C ყურსასმენებია გათვალისწინებული მხოლოდ.

აღსანიშნავია IP67 სტანდარტით უზრუნველყოფილი წყლისაგან და მტვრისაგან დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი ხანმოკლე ვადით წყალქვეშ ერთ მეტრამდე ჩაძირვას გაუძლებს, ხოლო მტვერი ვერანაირად ვერ შეაღწევს კორპუსის შიგნით. მართალი ეს აქტუალურია მხოლოდ Mate 10 Pro ვერსიისთვის. ჩვეულებრივი Mate 10 დაცულია მხოლოდ IP53 სტანდარტით.

საერთო შთაბეჭდილება შემდეგია: სისტემა სმარტფონზე ძალიან სწრაფად მუშაობს და ფაქტიურად დაფრინავს. ყველაფერი სხარტად ეშვება და არ არის ლაგები და მუხრუჭები. Mate 10 და Mate 10 Pro მუშაობენ EMUI 8.0-ის მართვის ქვეშ რაც რა თქმა უნდა Android 8.0 Oreo-ს ბაზაზე ხორციელდება. ეს ერთ-ერთი პირველი მოწყობილობაა გარდა Google-ისა, რომელიც Android-ის უახლეს ვერსიაზე მუშაობს.

Mate 10-ში 5,9 დიუმიანი IPS ეკრანია გამოყენებული Quad HD გარჩევადობით და 16:9-ზე შეფარდებით, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია Mate 10 Pro პრაქტიკულად უჩარჩოო 6 დიუმიანი OLED ეკრანით, რომელსაც Full HD+ გარჩევადობა და 18:9 შეფარდება ქვს. დიდი დიაგონალის წყალობით ერთი ხელით მართვა არც ისე კომფორტული იქნება ყველასთვის და ამიტომაც Home ღილაკის ეკრანის ნებისმიერ ნაპირას განთავსება არის შესაძლებელი. ასევე არის სწრაფი წვდომის მენიუც სადაც შეგიძლიათ ხშირად გამოყენებადი ფუნქციები დაამატოთ. ასევე არის მრავალამოცანიანი რეჟიმიც რის წყალობითაც შეიძლება ეკრანზე ორი აპლიკაცია ერთდროულად მოვიხმაროთ.

ახალი პროცესორი და ხელოვნური ინტელექტი

ორივე სმარტფონი აღჭურვილია 10 ნანომეტრიანი ჩიპსეტით Kirin 970, რომელსაც ოთხი Cortex-A53 (1.8 გჰც.) და ოთხი მაღალი წარმადობის Cortex-A73 (2,36 გჰც.) ბირთვები აქვს. ახალი ჩიპი 40%-ით მცირეა და 20%-ით ენერგოეფექტური წინა მოდელებთან შედარებით. გრაფიკას 12 ბირთვიანი ვიდეო ამაჩქარებელი Mali-G72 ამუშავებს, რომელიც ახლა 20%-ით მძლავრია და 50%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მიუხედავად ამისა Kirin 920-ის მთავარი ღირსება სპეციალური ბლოკია, რომელიც მანქანურ სწავლებას უზრუნველყოფს, რაც ასევე პრაქტიკულ სარგებელსაც გვაძლევს.

გაუმჯობესებული სისწრაფე

დროთა განმავლობაში სმარტფონების უმრავლესობა შესამჩნევად ნელდება. Huawei ირწმუნება, რომ მის სმარტფონებს ეს არ ემუქრება და ამას მანქანური დასწავლა უზრუნველყოფს. სმარტფონები მოახდენენ ანალიზს თუ როგორ მოიხმარს მას მომხმარებელი და ამის საფუძველზე მოახდენს სისტემის ოპტიმიზაციას, რითაც მუდმივად სრაფ და წარმად რეჟიმს შეინარჩუნებს. ჯერ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შემოწმება შეუძლებელია და დროთა განმავლობაში ყველაფერი უფრო ნათელი გახდება.

ტექსტისა და ხმის თარგმნა

Mate 10 და Mate 10 Pro საშუალებას იძლევა რეალურ დროში ვთარგმნოთ ტექსტი, ხმა, გამოსახულება და დიალოგები 50-ზე მეტ ენაზე. მანქანური დასწავლის ტექნოლოგიების წყალობით თარგმანი თითქმის მყესეულად ხორციელდება. სმარტფონებში უკვე დაყენებულია Microsoft-ის აპლიკაცია, რომელიც საუბარს ერთ ან რამდენიმე მოსაუბრესთან სხვა და სხვა ენებზე აწარმოებს რეალურ დროში.

გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება

კიდევ ერთი გამოყენება ხელოვნურმა ინტელექტმა Mate 10-სა და Mate 10 Pro-ში “მაღალი გარჩევადობის” ფოტოების ფუნქციაში იპოვა. ეს გარანტიას იძლევა იმის, რომ მომხმარებელი ყოველთვის მაღალი ხარისხის კონტენტს მიიღებს. EMUI 8.0-ში დაბალი ხარისხის გამოსახულებისგან სისტემა ავტომატურად გარდაქმნის მათ მაღალ ხარისხში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში სადაც პუბლიკაციამდე ფოტოგრაფიები მძიმედ იკუმშება.

ხმაურისგან გაწმენდა ხმოვანი კავშირისას

ხლოვნური ინტელექტი სმარტფონებს ხმის გაუმჯობესებაშიც ეხმარება სატელეფონო ზარების განხორციელებისას. ხმის ამოცნობის წყალობით მოსაუბრე თქვენს ხმას ყოველთვის მკაფიოდ და სუფთად გაიგებს იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ჩურჩულით ისაუბრებთ. სისტემა ავტომატურად გააძლიერებს თქვენს ხმას, ხოლო საუბრისას ხმაურიან გარემოში ყველა ზედმეტი ხმა გაიწმინდება და მოსაუბრე მხოლოდ თქვენს საუბარს მოისმენს.

კამერა და გამოსახულების დამუშავების ალგორითმები

Huawei-მ გააგრძელა Leica-თან თანამშრომლობა და Mate 10 Pro-სა და Mate 10-ში მთავარი კამერა ორი მოდულის სახით წარმოადგინა. მონაქრომული 20 მეგაპიქსელიანი სენოსრი და ფერადი სენსორი 12 მეგაპიქსელი გარჩევადობით. ასევე არის სისტემა ოპტიკური სტაბილიზაციით და ლაზერული ავტოფოკუსი. შეიძლება ითქვას Mate 9-ის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ორივე მოდულს f/1,6 შუქის ძალის ობიექტივები აქვს, რაც უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებს უზრუნველყოფს ცუდი განათების პირობებში. მწარმოებელმა აღნიშნა, რომ Mate 10-ის კამერა 90%-ით მეტ შუქს აღიქვამს ვიდრე Mate 9

გადაღებისას Mate 10 და Mate 10 Pro ასევე იყენებს ხელოვნური ინტექლეტის შესაძლებლობებს. სმარტფონები რეალურ დროში უკეთებენ გამოსახულებას ანალიზს და ამოიცნობენ გადასაღებ ობიექტებს, რისი მიხედვითაც ირთვება სპეციალური ალგორითმები, რაც კონკრეტული სიტუაციისთვის შესაბამის დამუშავებას ააქტიურებს. ამ ეტაპზე 13 რეჟიმია გათვალისწინებული: მცენარე, ლურჯი ცა, ღამე, სცენა, საკვები, დაისი, ტექსტი, პლიაჟი, თოვლი, კატა, ძაღლი, პორტრეტი და ფეიერვერკი.

ხელოვნური ინტელექტი ასევე გამოიყენება გაბლარული ფონის მქონე გამოსახულებებზე და მოახლოებისას. წინამორბედების მსგავსად Mate 10 და Mate 10 Pro საშუალებას იძლევა ფოტოგრაფიები გადავიღოთ ბოკეს ეფექტით და შევცვლოთ ფონის გაბლარვის დონე. ამისათვის Huawei-მ ასწავლა ნეირონულ ქსელს მილიონობით პორტრეტული გამოსახულება. მანქანური დასწავლა გამოიყენება მასშტაბირებისას, რომ დეტალიზაციის დაკარგვა და ხარისხის გაუარესება შეამციროს.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ხელოვნური ინტელექტი მოწყობლილობის ავტონომიურ მუშაობასაც აუმჯობებსებს. სმარტფონებში დაყენებულია 4 000 მილიამპერიანი აკუმლატორები, რომლებიც ყველაზე დიდია თანამედროვე ფლაგმანებს შორის. მწარმოებელი ამბობს, რომ აპარატები ერთ მუხტით ორი დღე იმუშავებენ ჩვეულებრივი მოხმარების რეჟიმში. EMUI 8.0 ისე მართავს ენერგიარ, რომ მისი გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი. ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად ხურავს არასაჭირო აპლიკაციებს და მუდმივად გადაეწყობა მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად და აკვირდება პროცესორისა და ოპერატიული მეხსიერების დატვირთვას.

Huawei Mate 10 და Mate 10 Pro-ს სხვა თავისებურებებიდა აღსანიშნავია სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია SuperCharge, რომელიც მთელი დღის სამყოფ მუხტსი 20 წუთში იღებს და ასევე პერსონალური კომპიუტერის რეჟიმში მუშაობა. სმარტფონს შეუძლია მიუერთდეს მონიტორს სულ რაღაც ერთი კაბელის საშუალებით, რომელიც დიდ ეკრანზე მრავალამოცანიან რეჟიმს უზრუნველყოფს, რაც ასევე სიახლეა სხვა ფლაგმანებისგან განსხვავებით, რომლებსაც დოკ სადგურები ჭირდებათ, მაგ. Samsung Dex.

პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი:

https://www.youtube.com/watch?v=XVXytij8Rno

Mate 10 და Mate 10 Pro-ს ტექტნიკური მონაცემები:

  • ეკრანი Mate 10: 5,9”, 16:9, IPS, 2560х1440, HDR10, 730 ნიტი;
  • ეკრანი Mate 10 Pro: 6”, 18:9, OLED, 2160х1080, HDR10, 730 ნიტი;
  • პროცესორი: Kirin 970 (4 х Cortex-A53 1,8 გჰც + 4 х Cortex-A73 2,36 გჰც) მანქანური დასწავლის სპეციალური ბლოკით;
  • გრაფიკა: Mali-G72, 12 ბირთვი;
  • ოპერატიული Mate 10: 4 გბ LPDDR4;
  • ოპერატიული Mate 10 Pro: 6 გბ LPDDR4;
  • მეხსიერება Mate 10: 64 გბ;
  • მეხსიერბეა Mate 10 Pro: 128 გბ;
  • მეხსიერების ბარათები: microSD, microSDHC, microSDXC
  • მთვარი კამერა: RGB-сенсор на 12 მპ. ობიექტივით f/1,6 + მონაქრომატული სენსორი 20 მპ. ობიექტივით f/1,6, ლაზერული ავტოფოკური, ოპტიკური სტაბილიზაცია;
  • წინა კამერა: 8 მპ;
  • SIM-ბარათები: ორი (Dual SIM, Dual Standby), ორივე LTE და VoLTE;
  • აკუმლატორი: 4 000 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა;
  • ავტონომიური მუშაობის დრო: 105 საათი მუსიკა, 20 საათი ბრაუზერი 4G, 20 ვიდეო ან  30 საათი საუბარი 3G;
  • კავშირი Mate 10: 4G LTE Cat. 18 და Cat. 16. 1 გიგაბიტი/წმ;
  • კავშირი Mate 10 Pro: 4G LTE Cat. 18. 1,2 გიგაბიტი/წმ;
  • ინტერფეისები: USB Type-C, ინფრაწითელი, 2х2 MIMO Wi-Fi, Bluetooth, NFC;
  • უსაფრთხოება Mate 10: თითის ანაბეჭდების სკანერი Home ღილაკში;
  • უსაფრთხოება Mate 10 Pro: თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზე;
  • დაცვა Mate 10: IP53, წყლის წვეთებისგან დაცვა;
  • დაცვა Mate 10 Pro: IP67, 1 მეტრამდე სიღრმეში წყლისგან დაცვა;
  • სისტემა: EMUI 8.0 / Android 8.0 Oreo.
წინა სტატიაMicrosoft-ის თანამშრომლებისთვის სახლები ხეებზე ააშენეს
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 2-ში დაუანონსებელი ფუნქცია იპოვეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი