Android GO – სპეციალური ვერსია სუსტი მოწყობილობებისთვის

Google I/O 2017-ზე წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად კომპანია Google-მა Android-ის განსაკუთრებული ვერსია წარმოადგინა, რომელიც ორიენტირებული ბიუჯეტურ 512 მბ / 1 გბ. ოპერატიული მეხსიერებისა და მცირე ზომის შიდა მეხსიერების მქონე მოწყობილობებზე. ოპტიმიზაციის შედეგად კომპანიამ შეძლო, რომ აპლიკაციები Android Oreo GO-ზე საშუალოდ 15%-ით სწრაფია, ხოლო წინასწარ დაყენებული პალიკაციების ზომა 50%-ით შემცირდა.

Android Nougat-თან შედარებით Android Oreo GO-ში მომხმარებლები 8 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებით 50%-ით მეტ თავისუფალ სივრცეს მიიღებენ.

Android Oreo Go-ს შემადგენლობაში შედის Google-ის ყველა უმთავრესი სერვისის შემსუბუქებული ვერსიები, რომლებიც ბიუჯეტური აპარატებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორისაა Google Go, Google Assistant Go, YouTube Go, Google Maps Go, Gmail Go, Gboard, Google Plu, Chrome და Files Go. გრაფიკზე ჩანს თუ რამდენად არის შემცირეებული მათი ზომა ჩვეულებრივ ანაწყობებთან შედარებით.

ეს კი Google Play და Google-ის აპლიკაციის სქრინშოტებია, რომლებიც 5 მეგაბაიტზე მცირეა ზომაში.

ფაილური მენეჯერი Files Go შემუშავებულია სივრცის მაქსიმალური ეკონიმისაათვის და სმარტფონის ნაგვისგან გასუფთავებისთვის.

Android Oreo GO შემუშავებულია უახლესი Android 8.1 ვერსიის ბაზაზე. უახლოეს თვეებში Google გვპირდება, რომ გაყიდვაში გამოვა ახალი ბიუჯეტური მოწყობილობები ამ საოპერაციო სისტემის მართვის ქვეშ.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *