გასული წლის მაისში კომპანია HMD Global-მა გაყიდვაში ჩაუშვა ტელეფონი Nokia 3110, რომელიც 2000 წელს გამოსული ორიგინალური მოდელის რეფრეში იყო. ახლა უკვე ამ მოდელის შეძენა 3G და 4G LTE ქსელების მხარდაჭერითაც არის შესაძლებელი, თუმცა ამ მოდელის მიმართ მომხმარებლების ინტერესი მაინც შემცირდა, რის გამოც Nokia კიდევ ერთ ძველ აპარატს გააცოცხლებს.
ინსაიდერებმა შეიტყვეს, რომ MWC 2018-ზე პუბლიკას წარუდგენენ ღილაკებიან Nokia 8110 (2018) მოდელს, რომელიც G4 ქსელებში იმუშავებს. სიახლე უნიკალური დიზაინით იქნება, ნათელი ფერებით და სოციალური ქსელების აპლიკაციებით იქნება აღჭურვილი. გათვალისწინებული იქნება Wi-Fi ქსელების მხარდაჭერაც. აპარატი Qualcomm Snapdragon 200-ის ბაზაზე იმუშავებს.
2e677bd2a00efea025b651ccea7ebee2
რაც შეეხება საოპერაციო სისტემას აქ YunOS-ს გამოიყენებენ, რომელიც კომპანიამ სპეციალურად Nokia 3310 (2017)-ისთვის შექმნა. ის გამოირჩევა სიმარტივითა და სისწრაფით და აქვს ყველა საჭირო ფუნქია და შესაძლებლობა რაც თანამედროვე კომუნიკაციებისთვისაა საჭირო. საოპერაციო სისტემა კარგადაა ოპტიმიზებული, რაც ენერგომოხმარებაზე დადებითად აისახება.
სიახლის ყიდვა 79 ევროდ იქნება შესძლებელი, რაც არც ისე დაბალია ღილაკებიანი აპარატისთვის.
წინა სტატიაახალი დეტალები Xiaomi Mi7-ის შესახებ
შემდეგი სტატიაMWC 2018-ზე LG V30S+ ThinQ წარმოადგინეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი