Android საოპერაციო სისტემის გამოყენების უმთავრესი პირობა მწაროებლებისათვის არის ძალიან მარტივი – მათ თავისუფლად წვდომადი წყარო-კოდი უნდა გამოაქვეყნონ მათი მოწყობილობებისთვის. Xiaomi ისევე, როგორც სხვა უფრო ცნობილი ბრენდები ხშირად უგულვებელყოფენ ამ წესს და დეველოპერების რისხვასაც კი იმსახურებენ.
კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია უფრო მეტ რესურსს გამოყოფს წყარო-კოდის რეგულარული განახლებისათვის. ახალი პოლიტიკის თანახმად მწარმოებელმა ვალდებულება აიღო ვერსიის გამოსვლიდან არაუგვიანეს 3 თვეში გამოაქვეყნოს წყარო-კოდი.
სიახლეს დაემატა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი: Android One პროექტის ფარგლებში გამოსული Xiaomi Mi A1-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი Android 8.1 Oreo-ს ბეტა ვერსია, რომელშიც Project Treble-ის მხარდაჭერა იქნება გათვალისწინებული.