პირველი ქართული ჭკვიანი ბეჭდის შედეგები საერთაშორისო ბაზარზე

გაყიდვების რაოდენობისა და მომხმარებლების გამოხმაურების მიხედვით კნიკი ამაზონის რჩეული გახდა.

„მას შემდეგ, რაც ამაზონმა  ჩვენი პროდუქტი მაღალრეიტინგულად მიიჩნია, ჩვენს მიმართ სანდოობა კიდევ უფრო გაიზრდება. უცხო მომხმარებლებს, რომლებსაც კნიკის შესახებ ადრე არაფერი სმენიათ, აღარ შეეშინდებათ მისი შეძენა, რადგან თუ მომხმარებელი ამაზონს ენდობა, ე.ი. ჩვენს მიმართაც ექნება ნდობა.“ – განაცხადა Navigator -თან საუბრისას კნიკის თანადამფუძნებელმა კობა ცერცვაძემ.

კნიკი არის ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც ერთდროულად საფულის ფუნქციასაც ასრულებს და თქვენს პირად სამედიცინო ინფორმაციასაც ინახავს. პროდუქტი გაყიდვაში 2017 წლის აპრილში ჩაეშვა და დღეისთვის 1000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ხის ჭკვიან ბეჭედს მომხმარებელები თითქმის ყველა ქვეყნიდან ჰყავს, თუმცა მათი 60% აშშ-დანაა. მისი ფასი კი 59,99 $-დან იწყება.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *