PlugandPay საქართველოს ფოსტისთვის shipping-ის პლაგინის ქმნის, რაც WooCommerce-ის პლატფორმაზე შექმნილ  მაღაზიაში ამანათის tracking ის და ფასის დადგენას გახდის შესაძლებელს.

plugandpay.ge-მ გაყიდვები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. PlugandPay ქმნის “პლაგინებს”ელექტრონული მაღაზიებისთვის.  მათი პირველი პროდუქტი (WooCommerce TBC Credit Card Payment Gateway) განკუთვნილია იმ ვებგვერდების მფლობელებისთვის ვინც WordPress + WooCommerce-პლატფორმას იყენებს (არ იცის პროგრამირება, ან არ უნდა ველოსიპედის თავიდანგამოგონება) და უნდა საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მიიღოს საკრედიტო ან სადებიტო(VISA/MASTERCARD) ბარათით გადახდები.

ამ პროდუქტის გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია მომხმარებელს ქონდეს WooCommerce / WordPress e-commerce პლატფორმა დაყენებული, თიბისისთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ შეძლებს პლაგინის უფასო ვერსიის პირდაპირ wordpress.org-იდან დაყენებას ან ვებ-გვერდიდან premium ვერსიის ყიდვას, ერთ გვერდიანი სეტინგების გვერდის შევსებისშემდეგ საიტზე იმუშავებს ბარათით გადახდები.

“უფასო პლაგინი საკმაოდ პოპულარულია ამ ეტაპისთვის https://wordpress.org/plugins/woo-tbc-payment-gateway/advanced/ 1200-ზე მეტი გადმოწერა ფიქსირდება. პრემიუმ ვერსია ახლაიძენს მომხარებლებს და საკმაოდ სწრაფი ტემპითაც ვითარდება, ემატება ახალიფუნქციები მომხარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად.” განაცხადა Navigator-თან საუბრისას PlugandPay-ის დეველოპერმა სანდრო ძნელაძემ.

ამჟამად ორგანიზაცია პრემიუმ ვერსიის ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც ყოველთვიური გდასახადის ავტომატურად ჩამოჭრის საშუალებას მისცემს WooCommerce-მაღაზიის მფლობელებს.

წინა სტატიასტარტაპ კვირეული დაიწყო – განრიგი
შემდეგი სტატიაკომპანია Revolt Entertainment-ის მიერ შექმნილმა თამაშმა Golden Byte-ზე გაიმარჯვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი