18 ქართული სტარტაპი 2 მილიონ ლარს გაინაწილებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული გახდა 18 სტარტაპი, ესენია:

  1. Global health VR
  2. Mostat
  3. STYX TMS
  4. U|r app
  5. Partshop.ge
  6. Cloud banking platform
  7. Traktor
  8. Spy Recipe
  9. CLP Insurance
  10. EVE Grower
  11. Insurance Georgia
  12. Doers
  13. VRex box
  14. Anima, SaaS Platform of Corporate Cheatbots
  15. Wine finder
  16. Inspection of oil product storage tank bottoms georgia
  17. Lawbot
  18. Hostel pro capaciry upgrade

თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ.

ღონისძიება პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნა.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

ასევე, აღნიშნულ ღონისძიებაზე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ გამოაცხადა 6 სტარტაპი, რომელიც მათი დაფინანსებით სასწავლო ტურზე ავსტრიაში გაემგზავრება.

ესენია:

  1. Oxyn
  2. Mostat
  3. Grape & Juice production
  4. EVE grower
  5. Spy recipe
  6. Traktor

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავებაათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *