Seedstars Tbilisi 2018-ის ფარგლებში, 29 მაისს, ტექნოპარკში ჟიურის მიერ შერჩეული 10 სტარტაპის პროექტების პრეზენტაცია ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში, გამოვლინდება 3 საპრიზო ადგილი.

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ბილეთს გლობალურ ტექნოლოგიურ ფორუმ – Seedstars Summit-ზე, რომელიც 2019 წლის აპრილში ჩატარდება. გამარჯვებული სტარტაპერი შეძლებს  გლობალური მეწარმეების Seedstar-ის საზოგადოებას შეუერთდეს, ინვესტორების წინაშე თავისი პროექტი წარადგინოს, მენტორებთან და 70+ ქვეყნის ინვესტორებთან ერთად ერთ კვირიან ბუტკემპში მიიღოს მონაწილეობა და მთავარი პრიზი – 1მლნ დოლარამდე ინვესტიცია მოიგოს.


Seedstars World-ის მთავარი მიზანი და ღირებულება ის არის, რომ 80-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ მეწარმეებს შესაძლებლობას ვაძლევთ გაიცნონ პროფესიონალები, მრჩეველები და ინვესტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ორგანიზაცია ითვლის 70 ათასზე მეტ პროფესიონალს, ინვესტორს, მენტორს, ექსპერტეს, კორპორატიული კომპანიების წარმომადგენლებსა და ..” – განაცხადა navigator-თან საუბრისას ალინა როზანოვამ (Associate for CEE&Central Asia at Seedstars)

გამარჯვებული 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოვლინდება:

1) სტარტაპი უნდა არსებობდეს არაუმეტეს 2 წლისა;

2) სტარტაპს უნდა გააჩნდეს მინიმალური ხელშესახები პროდუქტი;

3) სტარტაპის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს $500,000-ს.

Seedstars Tbilisi 2018-ის მენტორები არიან:

Patrick Bosteels (Stage-Co);

Boris Kiknadze (Entrepreneur&Philanthropist);

Agahuseyn Ahmadov (Seedstars);

Alina Rozanova (Seedstars);

Ludovic Girod (Pepela);

Nikoloz Gogochuri (VRex immersive inc.).

სტარტაპების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია ?Alliance Group Holding.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here