ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილიაგადაწყვეტილება მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო. გამარჯვებული კონკურსანტები საკუთარი სტარტაპის გასავითარებლად ჯილდოდ 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ.

25 მაისს, 18:30 საათზე, ტექნოპარკში საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის ღონისძიებას, სადაც მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დასახელდება.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საინვესტიციო კომიტეტის წევრები.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავებაათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here