4 ივნისს, rooms hotels lolita-ში  EuroDIG 2018-ის ღონისძიების ფარგლებში YouthDIG 2018-ის ფორუმის მეორე ნაწილი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა დელეგატებმა ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

EuroDIGის კონფერენცია გუშინ, ტექნოპარკში YouthDIG-ით დავიწყეთ, სადაც დამსწრე საზოგადოებამ ინტერნეტმმართველობის ძირითად საკითხები განიხილა და გამართა დისკუსიები. დღეს უკვე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით შეიქმნა პანელი, სადაც სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩავსვით სტარტაპების მნიშვნელობა  ინტერნემმართველობის სისტემაში. დღეს ვისაუბრეთ, თუ რა როლი აქვს სტარტაპებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე განვიხილეთ, როგორ უნდა შემუშავდეს მთავრობასთან  ერთად ინტერნეტ მიმართულებით რეგულაციები, რათა გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას GITA -ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა.

ფორუმზე მონაწილეობას იღებდა 3 სტარტაპი:
Influence Georgia,
Wifisher,
Quick Cash.

მათ ისაუბრეს თავიანთ ხედვებზე ინტერნეტმმართველობასთან დაკავშირებით, ასევე იმ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გამოწვევებზე, რომლებიც გარკვეული რეგულაციების ჩამნაცვლებელია.

EuroDIG 2018 (ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე) 5-6 ივნისს, rooms hotels tbilisiში გაიმართება. ფორუმზე 600-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

ფორუმის ერთერთი მხარდამჭერი და ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისათვის. ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში ჩატარება საქართველოში ინტერნეტმმართველობის სწორმა მიმართულებამ განაპირობა.

 

 

 

წინა სტატიაინტერნეტ პლატფორმა მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება
შემდეგი სტატიაEuroDIG-2018 – ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი