5 მაისს, rooms hotels tbilisi–ში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით EuroDIG 2018 (ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე) გაიმართა.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ხოლო შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ევროპული კომისიის წარმომადგენელი – Mariya Gabriel და EuroDIG–ის გენერალური მდივანი – Sandra Hoferichter.
სესიები ჩატარდა შემდეგ თემებზე: Tusheti project, is GDPR still a mystery?, Tackling online disinformation, Platform and data neutrality, Privacy is everywhere, Create your digital future, The domain name system, digital education action, Children’s rights, Democratic governance and anti-discrimination, causes, risks and remedies, DNS quo vadis, The mobile internet and the app economy, Enabling and empowering the regions with 5G.
EuroDIG-ის ფარგლებში rooms hotels lolita–ში პანელური დისკუსია სახელწოდებით „ციფრული კულტურული კაპიტალის მართვა ევროპაში” გაიმართა.
პანელის სპიკერები იყვნენ:
- მარიამ ლაშხი (GITA);
- სანდრო ასათიანი (Geolab);
- ელენე თოიძე (Creative Georgia).
„დღევანდელი ღონისძება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ მიმართულებით საქართველოს საკმაოდ კარგი პოზიციონირება აქვს. პანელის ფარგლებში ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში და როგორ ვითარდება კრეატიული ინდუსტრიის სფერო საქართველოში. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გავაცანით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამები, რომლებიც ეხმარება კრეატიული იდეის მქონე პირებს საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ–ერთი განმსზღვრელია.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას GITA -ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა.
შეგახსენებთ, რომ rooms hotels 6 მაისსაც უმასპინძლებს EuroDIG 2018-ის ფორუმს, სადაც სესიები სხვადასხვა თემაზე გაიმართება: Competition in a data-driven world, blockchain, artifical intelligence, law and reality, hate speech და ა.შ.