ბიზნესი ღირებულია მაშინ თუ მას ინტელექტუალური საკუთრება და კარგი მენეჯმენტი გააჩნია.
ძლიერი აზროვნების მატარებელი პიროვნება ბევრად დაფასებულია და სწრაფად მიიწევს მაღლა პიროვნულ და კარიერულ საფეხურებზე.
შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ასაკის, განათლების და სურვილის მქონე ადამიანმა შეძლოს:
- ძლიერი ინოვაციური აზროვნების განვითარება მოკლე დროში
- გადაჭრას გადაუჭრელად წოდებული ნებისმიერი პრობლემური სიტუაცია
- შექმნას გლობალური მასშტაბის ინტელექტუალური საკუთრება
- შექმნას საკუთარი ბიზნესი და სამუშაო ადგილები
- საკუთარი პროდუქტით შევიდეს მსოფლიო ბაზარზე
- გახდეს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტი
- გახდეს საუკეთესო თავის სამუშაო ადგილზე
არსებობს თუ არა კონკრეტული ხერხებისაგან შემდგარი პრაქტიკული მეთოდიკა ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შესასწავლად?
“Geo Lab • ჯეოლაბი, 16 ივნისს პროფესორ მიხეილ კოტიშაძის საჯარო ლექციას – „ძლიერი ინოვეციური აზროვნება“ უმასპინძლებს! ვფიქრობთ, სტუმრებისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული ღია ლექცია, რადგან მიხეილი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი საქართველოში ძლიერი, ინოვაციური აზროვნების განვითარების მიმართულებით, რომელიც სერტიფიცირებულია სეულში (სამხრეთ კორეა). მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ქართულ აუდიტორიას კიდევ ერთი განსხვავებული ლექცია შევთავაზოთ და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ამიტომ, ვინც დაინტერესებულია ღია ლექციებით, ვურჩევთ ადევნოს ჯეოლაბის ფეისბუქის გვერდს თვალი, რადგან ინფორმაციას ჩვენთან მიმდინარე აქტივობების შესახებ ყოველთვის ვაქვეყნებთ ჯეოლაბის ციფრულ მედია არხებზე.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ჯეოლაბის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიკა მოშიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.