დასაქმების საკითხი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობა და მისი თვითშენახვა. საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების საკითხი ისეთი სოციალური ჯგუფისათვის იძენს, რომელსაც სტუდენტები მიეკუთვნებიან. ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებელს უამრავი სტუდენტი ამთავრებს, თუმცა სამწუხაროდ, მათგან ნახევარი დაუსაქმებელი რჩება.
Studentjob.ge – არის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის განკუთვნილი პირველი დასაქმების პორტალი საქართველოში, რომლის მიზანიცაა გაუმარტივოს და დაეხმაროს მათ სასურველი სამსახურის პოვნაში.
„ჩვენი გუნდი შედგება ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისგან, სადაც ახალი იდეების განხორციელებისთვის სრული თავისუფლებაა. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ყველა ჩვენს პროექტს, მუდმივი ინოვაციები.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას studentjob.ge-სა და HR hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა.
უახლოეს მომავალში საიტს შემდეგი სერვისები დაემატება:
- კომპანიის და ორგანიზაციის დამსაქმებლის ბრენდის კონცეფციისა და საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა;
- საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგიის გაწერა;
- დამსაქმებლის ბრენდის კამპანიის ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი;
- დამსაქმებლის ბრენდის კომუნიკაციის შინაარსის გამართვა და სწორი გზავნილები.
ასევე, აღსანიშნავია პროექტი – „ჩვენ გეძებთ შენ“, რომელიც Studentjob.ge–ისა და HR hub-ის ინიციატივითა და ორგანიზებით პირველად, 7 ივლისს თელავში გაიხსნება. (https://www.facebook.com/events/1986569244750558/)
პროექტის ფარგლებში ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში, საქართველოს 4 რეგიონში (კახეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი) ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე და ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.