ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და კრეატიულმა ციფრულმა კომპანიამ ,,DigitalMate” თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო.
პირველი ტრენინგი უკვე ჩატარდა, სადაც განხილული იყო ფინანსური საკითხები. თუ რა სერვისები აქვს DigitalMate-ს, რითი შეუძლიათ ისარგებლონ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს სერვისები ისე, რომ სწორად დაიხარჯოს ბიუჯეტი მარკეტინგის და PR მიმართულებით.
„ჩვენი საგრანტო პროგრამა მოიცავს პირველ რიგში ფულად დაფინანსებას, თუმცა ის სერვისები, რომლსაც კომპანია DigitalMate თითოეულ სტარტაპს დამატებით სთავაზობს ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი შანსი აქვთ წარმატებულად განვითარების და მათ შეუძლიათ ის ფული, რომელიც ჩვენგან მიიღეს, მაქსიმალურად მოახმარონ თავიანთი პროდუქტის განვითარებას.“ – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
კრეატიული ციფრული კომპანია DigitalMate სტარტაპებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგებს თვეში ერთელ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამით 18 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც 100 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცათ.