წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch ratingsმა სილქნეტის რეიტინგი, ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ, B+ დონეზე დადასტურდაროგნოზით „სტაბილური“.

სარეიტინგო კომპანია ბაზარზე სილქნეტის კონკურენციის გაძლიერებასაც პროგნოზირებს და მიიჩნევსრომ ჯეოსელის შეერთებით და მომსახურებების გაფართებითკომპანია შეძლებს კონკურენცია გაუწიოს მაგთიკომს.

ჩვენ ველითრომ სილქნეტი ოთხივე მომსახურების შეთავაზებითეინარჩუნებს და ეტაპობრივად გააუმჯობესებს თავის კონკურენტუნარიან პოზიციას ბაზარზეგანსაკუთრებით მაშინროდესაც 2015-2017 წლებშიმან მნიშვნელოვანი ნვესტიციები ჩადო ინტერნეტის მიმართულებით და მოსალოდნელია დამატებითი ინვესტირება 2018-2019 წლებშინათქვამია Fitch ratings-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფართოზოლოვანი მომსახურებით, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, სილქნეტის წილი 2016 წლის 40%-დან, 2018 წლის პირველ კვარტალში 37%-მდე შემცირდა. ხოლო, სატელევიზიო Pay TV-ის ნაწილში კი 39%-დან 38%-მდე შემცირდა. ამასთან, სილქნეტი ბაზრის 35%-ს ფლობს ფიქსირებული, ფართოზოლოვანი მომსახურებითა და ფასიანი სატელევიზიო მომსახურებით მიღებული შემოსავლების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეიტინგი (B +) კომპანიას 2016-2017 წლებშიც მიენიჭა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here