ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით პროექტი – “TechUP Lab – ტექნოლოგიური სტარტაპების ლაბორატორიაგაიმართება.

აღნიშნული პროექტი არის საკონსულტაციო კომპანიამემბერისადაახალგაზრდული ინოვაციების ცენტრისმიერ შექმნილი ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა, რომლის მიზანიც საქართველოში ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების სტარტაპებად გარდაქმნის ხელშეწყობა და ბაზარზე სწრაფად გასვლის მხადაჭერაა.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-29 წლის მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვთ, განივითარონ მეწარმეული უნარჩვევები და შექმნან ტექნოლოგიური სტარტაპები. მსურველებს რეგისტრაციისას უკვე უნდა გააჩნდეთ ტექნოლოგიური სტარტაპის იდეა ან პროტოტიპი.

TechUP Labმოიცავს სამ ეტაპს:

  1. ეტაპი: TechUP Battle – ტექნოლოგიური სტარტაპების იდეების ბრძოლა
  • იდეების ონლაინ რეგისტრაცია;
  • 5 საუკეთესო იდეის შერჩევა ჟიურის მიერ;
  • შერჩეული გუნდების მიერ ბიზნეს იდეების წარდგენა ჟიურის წინაშე;
  • 2 გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.
  1. ეტაპი: ინკუბაციის პროგრამა
  • ტრენინგები (ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება; ბიზნეს კომუნიკაციები; ბიზნეს იდეების პრეზენტირება; ბიზნეს გეგმის შედგენა);
  • ინდივიდუალური მენტორინგის სესიები (პროტოტიპის შექმნა; მარკეტინგი; ბრენდინგი; ბიზნეს მოდელი; ფინანსები; ტექნოლოგები; სტარტაპები; დაფინანსების წყაროები); 

    ორივე ფინალისტი გუნდი შექმნის, შეისწავლის და გააუმჯობესებს საკუთარ პროდუქტს და სტარტაპს ამ პერიოდის განმავლობაში

  1. ეტაპი: TechUP Lab-ის ფინალისტების შედეგების შეჯამება და წარდგენა:
  • შედეგების პრეზენტაცია;
  • ბიზნეს ნეთვორქინგის ღონისძიებაპოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა;
  • პირველი ნაბიჯები რეალურ ბიზესში. 

    აღსანიშნავია, რომ:

  • ბიზნეს ინკუბაციისა და აქსელერაციის პროგრამა გათვლილია ორ გამარჯვებულ იდეაზე
  • პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!
  • მონაწილეობა შეუძლიათ 16-29 წლის ახალგაზრდებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდებად, რომლებიც დროს არ დაზოგავენ განვითარებისთვის
  • გუნდურად დარეგისტრირების შემთხვევაში წევრების რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის
  • 7 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე დაგეგმილ ტრენინგებსა და მენტორინგის სესიებზე დასწრება სავალდებულოა 
  • დაგეგმილია 6 ტრენინგი და 5 მენტორინგის სესია.
  • შეხვედრების ლოკაციათბილისი
  • დროები წინასწარ იქნება მონაწილეებთან შეთანხმებული
  • გაიცემა სერტიფიკატი

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 28 ივლისამდე, ბმულზე:
https://goo.gl/forms/tl5gePkFVB59hLB53

5საუკეთესო იდეის ავტორთან შეხვედრა 4 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
[email protected]
598363109
555000602

პროექტის პარტნიორები არიან: Deskomy. Lemondo Business, BBK, Skills.ge.

წინა სტატიაახალი განათლების მინისტრი ციფრული სკოლების კონცეფციას განახორციელებს
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა შესაძლოა Adnroid სმარტფონის გამოშვება გადაწყვიტა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი