Epic Games-ის მეთაურმა ტიმ სუნიმ (Tim Sweeny) დაადასტურა, რომ ონლაინ ექშენის Android ვერსია არ იქნება ხელმისაწვდომი Play Store-დან.
მისი სიტყვებით სავაჭრო ფართის მფლობელები არ იმსახურებენ 30%-იან წილს Android და PC პლატფორმებზე, რადგანაც არ უწევენ საკმარის დახმარებას დეველოპერებს.
“მე შემიძლია გავუგო მსგავს ტაქტიკას კონსოლებზე. იქ ჩადებული თანხის დიდი წილი ტექნოლოგიებზე იხარჯება, “მეტალზე”, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თვითირებულებაზე ნაკლებად ყიდიან. ასევე მარკეტინგზე და გამომცემლებთან მჭიდრო კავშირზე.
ღია პლატფორმებზე მაღაზიების მონაწილებობა, მაგ. გადახდების სიტემა და ტექნიკური მხარდაჭერა ნამდივალად არ ღირს მოგების 30%” – ამბობს სუნი.
Epic უკვე ავრცელებს Fortnite-ს პერსონალურ კომპიუტერებზე არა Steam-ის არამედ საკუთარი სერვისის საშალებით. სუნი ამბობს – სხვა საშუალება, რომ ყოფილიყო ისინი არც კი გამოუშვებდნენ თამაშს Apple-ის App Store-ში, რომელსაც აპლიკაციების გავრცელების დახურული პლატფორმა აქვს.
Android-ზე თამაშის გამოშვება აგვისტო-სექტემბერშია მოსალოდნელი და ის არ გამოქვეყნდება Play Store-ში. მოთამაშეებს თამაშის ოფიციალური საიტიდან გადმოწერა და ხელით დაყენება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ:
- Fortnite – ერთ ერთი ყველაზე პოპულარული, მრავალმომხმარებლიანი თამაშია “სამფო ბრძოლის” ჟანრში მსოფლიოში და მას 125 მილიონიანი აუდიტორია ყავს. თამაში 2017 წლის ოქტომბრიდან უფასოდ ვრცელდება და Epic Games-მან 1 მნილიარდზემეტი მოგება მოუტანა მხოლოდ PC პლატფორმაზე.
- თამაშის iOS ვერსია App Store-Si 2018 წლის თებერვალში გამოვიდა. ანალიტიკოსების აზრით მომხმარებლები მასში 2 მილიონზე მეტს ხარჯავენ დღეში.