კომპანია მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებული მეოთხე თაობის ქსელს და სხვა უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს
სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანება მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, საუკეთესო მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასახული გეგმის მიხედვით. კომპანია თავის აბონენტებს ამ ეტაპზე მიმდინარე სიახლეების შესახებ აცნობებს:
გვინდა, მომხმარებელს ჩვენი მუშაობის ბოლოდროინდელი შედეგები გავუზიაროთ. ჯეოსელი აწარმოებს მასშტაბურ სამუშაოებს, რომლის შედეგადაც საგრძნობლად გაუმჯობესდება მე-4 თაობის მობილური ინტერნეტის დაფარვა და ხარისხი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში თბილისში მყოფ ჩვენს აბონენტებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული შეფერხებები სერვისის ხარისხში, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
აქვე გვსურს, აღვნიშნოთ რამოდენიმე სასიამოვნო სიახლე: უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ბათუმში დაინერგა უახლესი, ე.წ. LTE-Advanced ტექნოლოგია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში მყოფ, ამ ტექნოლოგიის მხარდამჭერი ტელეფონების მქონე ჩვენს აბონენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მობილური ინტერნეტის ზემაღალი – 430 მბ/წმ-დე სიჩქარე. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ივნისიდან, ბათუმში მყოფი ჩვენი აბონენტები სარგებლობენ 4.5G თაობის უსწრაფესი LTE ქსელით.
გაუმჯობესება შეეხო ხმოვანი მომსახურების სერვისსაც – უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მე-3 თაობის ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირების რეჟიმში დაინერგა ე.წ. „HD Voice“ ტექნოლოგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საუბრის ხარისხი ხმოვანი ზარების დროს.
კომპანია აგრძელებს ქსელის გაძლიერების ინტენსიურ სამუშაოებს და უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრ სხვა სიურპრიზს ჰპირდება ჩვენს აბონენტებს.