მაკდონალდს საქართველომ საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების დანერგვის ვერიფიკაცია წარმატებით გაიარა. საქართველო ისეთი დიდი მარკეტების შემდეგ, როგორებიცაა ავსტრია და პორტუგალია, ერთ-ერთი პირველი გახდა ინოვაციების დანერგვის კუთხით.
საქართველოში ჩამოსულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან და მიუნხენიდან. სერტიფიცირების პროცესი სპეციალისტებმა დიღმის და გლდანის რესტორნებში ჩაატარეს. შედეგად, მაკდონალდს საქართველოზე გაიცა ინოვაციების დანერგვის უმაღლესი დონის სერტიფიკატი.
სხვადასხვა სახის ტესტირებას სპეციალისტები მაკდონალდსის რესტორნებში სამი დღის განმავლობაში ატარებდნენ. მათ თავის თავზე გამოსცადეს საქართველოში დანერგილი მომავლის რესტორნის მომსახურების პლატფორმა.
ახალი ინოვაციური სერვისი – Experience of the future გახლავთ სტანდარტები რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის სერვისის და ინოვაციების დაგეგმვას. ეს არის მომავლის გამოცდილება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს.
მაკდონალდს საქართველომ მომავლის გამოცდილების პლატფორმისთვის მზადება 2017 წლის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე საქართველოს 7 რესტორანში დანერგა. კომპანია 2019 წლისთვის სერთიფიცირების პროცესის გავლას ყველა რესტორანში გეგმავს.