ჩინური კომპანია Rouyu Technology ერთ-ერთი ლიდერია დრეკადი ეკრანების კვლევებსა და შექმნის სფეროში და გასაკვირიც არ არის, რომ სწორედ მათ წარმოადგინეს მსოფლიოში პირველი დრეკადი სმარტფონი. FlexPai-ს იდეაა დიდი ეკრანის მქონე გაჯეტი, რომელიც საჭიროების შემტხვევაში სმარტფონის ზომამდე შეგიძლიათ დაკეცოთ.

გაშლილ მდგომარეობაში მომხმარებელი იღებს 7,8 დიუმიან პლანშეტს, რომელიც კომფორტულია მულტიმედია კონტენტის მოხმარებისთვის, წასაკითხად და სათამაშოდ. დაკეცვის შემდეგ თქვენ იღებთ ჩეულებრივ სმარტფონს, რომელსაც 4 დიუმამდე დიაგონალის მქონე ეკრანი აქვს.

მწარმოებელი ამბობს, რომ მოწყობილობა 200 000-მდე გაღუნვას გაუძლებს.

გაჯეტი სპეციალური water OS-ის მართვის ქვეშ მუშაობს, რომელიც Android-ის ბაზაზეა შექმნილი. საოპერაციო სისტემა ადაპტირდება ეკრანის ზომის ცვლილების მიხედვით. ერთ მხარეს შეიძლება გაშვებული იყოს ერთი აპლიკაცია ხოლო მეორე მხარეს სხვა. გარდა ამისა შეგიძლიათ სმარტფონი კარვის ფორმაში დადგათ მაგიდაზე და გაუშვათ ვიდეო ან ჭკვიანი ეკრანის რეჟიმი.

Rouyu Technology FlexPai – აგებულია აქამდე უცნობი Snapdragon 800-სერიის პროცესორზე და აღჭურვილია 6/8 გბ. ოპერატიული მეხსიერებით, 128/256/512 შიდა მეხსიერებით და ორმაგი კამერით 16 და 20 მეგაპიქსელი გარჩევადობით. გარდა ამისა მოწყობილობას აქვს საკუთარი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, რომელიც 80%-მდე 1 საათში მუხტავს გაჯეტს.

სიახლე შეზღუდული რაოდენობებით გამოვა და 1290 $ ეღირება მინიმალური მოდიფიკაციით. მწაროებელი გვპირდება, რომ გამოუშვებს ვერსიას დეველოპერებისათვის, ევროპის, ამერიკის და დიდი ბრიტანეთისათვისაც.


წინა სტატიაXiaomi-ს პორტატული დამტენი USB-ჰაბ ფუნქციით
შემდეგი სტატიაFintech ტექლოგოგიების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკმა თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი