პირველი startup საკანონმდებლო კრეათონი

Policy Hack არის პირველი სტარტაპ საკანონმდებლო კრეათონი, რომლის მიზანია გააუმჯობესოს კომუნიკაცია და დააკავშიროს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ეს ღონიშძიება თქვენთვისაა თუ კი გაქვთ ინოვაციური იდეა სტარტაპ/სამეწარმეო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და გსურთ იმუშაოთ სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იდეის განსავითარებლად.

კრეათონის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

  • იმუშაოთ კვალიფიციურ მენტორებთან ერთად საკანონმდებლო იდეების დამუშავებაზე
  • Lean Policy Canvas დოკუმენტის შედგენაზე
  • მონაწილეობა მიიღოთ Policy Hack-ის გლობალურ ღონისძიებაში

Policy Hack ხორციელდება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოს მიერ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანაორგანიზებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.

სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის დედლაინი – 10 ნოემბერი

ინფორმაცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის შესახებ.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *