Tsamali.ge – უკვე ყველასათვის ნაცნობი სამედიცინო ეკოსისტემაა და მას დღეში რამოდენიმე ათასი პაციენტი სტუმრობს, რაც ამ სეგმენტისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია.
სტარტაპი სექტემბერში შეიქმნა, თუმცა, როგორც ჩანს ის ძალიან დინამიკურად ვითარდება და ციფრულ მედიცინაში (medTech) მუდმივად სიახლეებს გვთავაზობს.
“ჩვენს პლატფორმას დაემატა ახალი სერვისი, ეს არის ფასის მიხედვით სამედიცინო მომსახურების მოძიება. მაგალითად ერთი დაწკაპუნებით გაიგებ სად (თბილისში, ბათუმში და ა.შ.) რა ჯდება სისხლის საერთო ანალიზი, გინეკოლოგის კონსულტაცია, კბილების გაწმენდა/გათეთრება, ეპილაცია ან მაგნიტო რეზონანსული კვლევა (MRI).მომხმარებელების დიდი ნაწილი დაინტერესებულია სამედიცინო მომსახურების ფასებით და აი ჩვენც არ დავაყოვნეთ და ესეთი მოსახერხებელი სერვისი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და ზოგადად ქართულ ბაზარს.სერვისები.” – განაცხადა ნავიგატორთან საუბრისას სტარტაპის დამფუძნებელმა ლადო კანდელაკმა.
სტარტაპი სამომავლოდ გეგმავს, ამ სერვისის განვითარებას და კიდევ სხვა ფუნქციების დამატებას.