ორშაბათს, 26 ნოემბერს – 18:00 საათზე, პროექტ StartUP Beats – ის სტუმარი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იქნება.
ინოვაციები, ბიზნესი და რისკის მართვა – ივანე მაჭავარიანის ინტერაქტივი.
ამჟამად, ის ქვეყნის ფინანსთა მინისტრია. აქვს ბიზნეს სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.
ის გესაუბრებათ საკუთარი წარმატების ისტორიაზე, ინოვაციაზე ბიზნესში, რისკიან გადაწყვეტილებებსა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართება.
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.