instagram მხედველობა დაქვეითებულებისთვის ახალ ფუნქციას აანონსებს

instagram-ი ახალ ფუნციას აანონსებს: ონლაინ პლატფორმა მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებლებს  სურათის შინაარსის აღწერას წაუკითხავს.

ხელოვნური ინტელექტი მხედველობა დაქვეითებული მომხმარებლებისთვის ფოტოების აღწერას ავტომატურად შექმნის და წაიკითხავს. ამასთანავე, მომხმარებლებს ექნებათ საშუალება, საკუთარ ფოტოებს სპეციალური აღწერები თავად დაუწერონ. აღწერას კი პროგრამა ხმამაღლა წაუკითხავს ამ ფუნქციით მოსარგებლე ადამიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *