Viber-ში ქართული სტიკერები დაემატა

Coca-Cola-ს ყოველწლიურად აქვს საახალწლო კამპანია. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში კი, აპლიკაციაში Viber ქართული სტიკერები დაემატება.

28 სტიკერი სააგენტო UM Georgia-ს და McCann Tbilisi-სთან ერთად შეიქმნა.

მომხმარებლებისთვის სტიკერები Viber-ის Sticker Market-ში დღეიდან სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

Viber ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული აპლიკაციაა საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *