Spotify-მ მომხმარებელთა ბოლო ათწლეულის მუსიკალური გემოვნების შესახებ კამპანია გააკეთა

თუ გაინტერესებთ რას უსმენდა მსოფლიო ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Spotify-ს თქვენთვის სასიამოვნო სურპრიზი აქვს. Spotify-მ კამპანია მიუძღვნა ბოლო ათწლეულის მუსიკალურ სტატისტიკას. კამპანიაში შეგიძლიათ ნახოთ, რომ აპლიკაციის მონაცემებზე დაყრდნობით, მსმენელებში 80-იანი მუსიკისადმი ინტერესი ნელნელა იზრდება. ასევე,  გარე რეკლამაში, პოსტერებს შორის მოხვდა მარია კერიც, სიმღერით All I Want For Christmas Is You, რადგან ამ სიმღერის პოპულარობა ახალი წლის […]

19-22 დეკემბერს ბიზნეს ბანაკი ბორჯომში ჩატარდება

ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში 19-22 დეკემბერს ჩატარდება ბიზნეს ბანაკი. ბანაკში მონაწილეები სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევიან. შერჩევის პირველი ფაზის შემდეგ მონაწილეებს მუშაობა მოუწევთ შემდეგ დავალებებზე: რა პრობლემას გადაჭრის შენი პროდუქტი ან სერვისი? ვინ იქნება შენი ძირითადი მომხმარებელი? რა იქნება შენი პროდუქტისა თუ სერვისის ფასი? მონაწილეობის მიღება უფასოა და შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ბანაკის სამუშაო ენაა ქართული. […]

ჟენევაში მოსწავლეები ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) მოსწავლეები CERN -ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ. მეცნიერებმა საგანგებოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს ცერნში მათი საქმიანობის თაობაზე, შემდეგ კი, რამდენიმესაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც ქართველი მოსწავლეები ამბობენ, ცერნში გატარებული დღეები მათ მომავალი პროფესიის არჩევას გაუადვილებს.

Motorola-მ ახალი სმარტფონი გამოუშვა მძლავრი ბატარეით

მობილური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ Motorola კიდევ ერთი ახალი სმარტფონი გამოუშვა, სახელწოდებით One Hyper. One Hyper-ს სელფის კამერა გამოარჩევს, სხვა მახასიათებლებთან ერთად, რომელიც სმარტფონის კორპუსიდან ამოდის. One Hyper-ს 128GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერაციული მეხსიერება (RAM) აქვს. მისი ბატარეა, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 38 საათს ძლებს, მობილური ტელეფონის ფასი კი 399 დოლარია.

თუ გსურთ დაიწყოთ ფინანსების დაგეგმვა საკუთარი ბიზნესისათვის – ტრეინინგი

ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით 5-6 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება ტრეინინგი ფინანსების თემაზე, სახელწოდებით “სტარტაპ ფინანსები”. ტრეინინგს გაუძღვება  სპარკის ფინანსების ექსპერტი და ტრენერი ხვიჩა კოპინაძე. “ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ფინანსების საწყისებს, ისწავლოთ ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტები და დაიწყოთ ფინანსების დაგეგმვა საკუთარი ბიზნესისათვის” დასწრება თავისუფალია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://forms.gle/i4htyLJ8CxSwxCNd6 

Garage48 48 საათიან ჰაკათონს მასპინძლობს

2019 წლის 6-8 დეკემბერს Garage48, იმფაქთ ჰაბ თბილისთან და ესტონეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მასპინძლობს 48 საათიან ჰაკათონს ახალგაზრებისთვის. “თუ გატაცებული ხარ მობილური აპლიკაციებით და პროგრამირებით, გაქვს იდეები, გინდა გამოცდილების გაზიარება, სწავლობ ან მუშაობ გრაფიკულ დიზაინში, მარკეტინგში, პროექტების მართვაში, ან ზოგადად გაინტერესებს მეწარმეობა, შემოგვიერთდი.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უფასოა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – […]

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი Google-ში წამყვან პოზიციებს ტოვებენ

Google-ის დამფუძნებლებმა – ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი კომპანიის წამყვან პოზიციებს ტოვებენ. ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხანია, რაც ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. პეიჯი და ბრინი აქამდე Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-ს ხელმძღვანელობდნენ. მათ მიერ კორპორაციის წამყვანი პოზიციების დატოვების შემდეგ, კორპორაცია Alphabet-ს Google-ის ხელმძღვანელი – სანდარ პიჩაი ჩაუდგება სათავეში. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, დამფუძნებლები ჩვეულად ჩაერევიან კომპანიის საქმიანობაში […]

Spotlight-ის კვირეულზე რეგისტრაცია დაიწყო

Spotlight-ის კვირეულზე რეგისტრაცია დაიწყო. აღნიშული ღონისძიება  9 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. მასტერკლასების განრიგი, თემები და სარეგისტრაციო ფორმები: 9 დეკემბერი, 19:00 – Marketer.ge – „ქართული რეკლამის ისტორია“ (ვიდეო ჩვენება) – რეგისტრაცია10 დეკემბერი, 19:00 – Ogilvy – “What It’s Like to be the Part of the Global Agency” – რეგისტრაცია11 დეკემბერი, 19:00 – Leavingstone – „ლივინგსტონის შიდა […]

AI DrumNet-ი ორიგინალურ კომპოზიციებს თავად ქმნის

Sony-მ ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელსაც  „სონის“ მკვლევარები AI DrumNet-ს უწოდებენ. AI DrumNet-ს შეუძლია, რომ კონკრეტული კომპოზიციისთვის ბიტები დაწეროს, ამასთანავე კი შეძლოს მუსიკოსებთან კოლაბორაცია. „დრამერის“ გასაწვრთნელად მათ 665 პოპის, როკისა და ელექტრონული მუსიკის ჟანრის კომპოზიცია გამოიყენეს. ე.წ წვრთნის შემდეგ AI DrumNet-მა შეძლო საკუთარი, ორიგინალური ბიტები დაეწერა.

iPhone-ის მომხმარებლებში, ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები და თამაშები დასახელდა

ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა, iPhone-ის მომხმარებლებში, ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები და თამაშები დაასახელა. 2019 წლის მონაცემებით, უფასო მობილური აპლიკაციების ლიდერ სამეულში YouTube, Instagram და Snapchat არიან. ხოლო, რაც შეეხება უკვე თამაშებს, iPhone-ის მომხმარებლები, ყველაზე ხშირად, Mario Kart Tour-ს, Color Bump-სა და 3Daquapark.io-ს იწერდნენ. წლის მობილური თამაშის ნომინაციაში გამარჯვებულია  Sky: Children of the Light.