რუსთაველის თეატრში ყოველწლიური ციფრული კონფერენცია Touch გაიმართა

რუსთაველის თეატრში ყოველწლიური ციფრული კონფერენცია Touch გაიმართა. Touch2019-ის სპიკერები იყვნენ ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: Google, Nike, Nasa, Blablacar, Facebook, SpaceX, Neuralink, Indiegogo და სხვა. როგორც ტექნოპარკი საქართველო წერს, Touch – ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ საინტერესო მიმართულებაზე მომუშავე ორგანიზაციებს და ადამიანებს აერთიანებს. ღონისძიება წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით […]
ჩინეთში მომხმარებლები სულ მალე მეხუთე თაობის ინტერნეტს მიიღებენ

China Unicom, China Telecom და China Mobile ჩინეთის სამი უმსხვილესი მობილური ოპერატორია. ისინი სხვადასხვა ქალაქებში (პეკინი,შანხაი, შენჯენი, გონჯოუ და სხვ.) მომხმარებელს პირველი ნოემბრიდან მეხუთე თაობის მობილურ ინტერნეტს მიაწოდებენ. ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია 5G-ს 85 ათასი სადგური. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მეხუთე თაობაზე გადაყვანა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
Facebook-მა და Instagram-მა “სექსუალური თემატიკის” ემოჯიები დაბლოკა

სოციალურმა ქსელებმა Facebook და Instagram “სექსუალური თემატიკის” ემოჯიები დაბლოკეს. როგორც გამოცემა DAZED წერს, ბოსტნეულის, წყლის წვეთებისა, თუ სხვადასხვა ხილის ემოჯიები ცენზურის ქვეშ მოექცა. განახლებული მომხმარებლების წესების მიხედვით, სექსუალური ხასიათის შეთავაზებიბსა და მიმოწერის შემთხვევაში მსგავსი ემოჯიების გამოყენებამ შეიძლება მომხმარებლის დაბლოკვა, ან მისთვის მითითების მიცემა გამოიწვიოს.
სოციალურ ქსელში MOTOROLA RAZR-ის სურათები გავრცელდა

სოციალურ ქსელებში MOTOROLA RAZR-ის ახალი ფოტოები გავრცელდა. MOTOROLA RAZR-ის მოდელს Motorola 13 ნოემბერს წარადგენს. ახალ ფოტოებში მობილურის დიზაინი ძალიან გავს 2004 წლის ვერსიას, თუმცა ეს მობილური ბევრად განვითარებული, ძლიერი და ბევრი ფუნქციის მქონეა. Motorola RAZR-ის სულ პირველადი ვერსია ძალიან წარმატებული და პოპულარული აღმოჩნდა. წლების წინაც იყო მისი ახლებური ვერსიის შექმნის სურვილი, ახლა კი, როგორც ირკვევა, […]
4 – 15 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართება

4 – 15 ნოემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართება, რომლის თემაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა – 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები. HP CUP სილიკონ ველი თბილისის ყოველწლიური ჰაკათონია, რომელში მონაწილეობის მსურველებმა აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ – http://bit.do/fc8Cj
Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის კომპანიაში $1 მილიარდი ჩადო

გიგანტმა კომპანია მაიკროსოფტმა, სან ფრანცისკოში დაფუძნებულ ხელოვნური ინტელექტის კვლევით ლაბორატორიაში, OpenAI-ში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო. ორი კომპანია ერთად იმუშავებს, რათა მაიკროსოფტის ღრუბლის სერვისი, Microsoft Azure-ი, ხელოვნური ინტელექტის ზოგად სისტემად გარდაქმნან. ზუსტად როდის შეძლებენ მკვლევრები ხელოვნური ზოგადი ინტელექტის შექმნას და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ეს, უცნობია, თუმცა ბოლო გამოკითხვის თანახმად, სფეროს წამყვანი ექსპერტების აზრით, არსებობს 50%-იანი […]
Twitter-ზე პოლიტიკურ რეკლამებს ვეღარ შეხვდებით

ტვიტერის თანადამფუძნებელისა და CEO ჯეკ დორსის განცხადებით, პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამები აიკრძალება. შესაბამისად, სულ მალე Twitter-ზე მოსაწყენ და მომაბეზრებელ პოლიტიკურ რეკლამებს ვეღარ შეხვდებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სჯერათ, რომ პოლიტიკური მესიჯების ხელმისაწვდომობა გამომუშავებული უნდა იყოს და არა — ნაყიდი, რადგან ხშირად საზოგადოებამდე პოლიტიკური მესიჯები ძალით მიდის, ხოლო ადამიანების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილებები, თუნდაც არჩევნებზე, ფულით არ […]
Global Finance-მ თიბისი საუკეთესო მობაილბანკად აღიარა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა. “ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას, რომელიც მუდმივად ცდილობს შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები”, — განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა. საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი […]
Xiaomi 5 ნოემბერს ახალ სმარტფონს წარადგენს

5 ნოემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზე ჩინური გიგანტი კომპანია Xiaomi ოფიციალურად ჭკვიან საათთან ერთად ახალ სმარტფონს წარადგენს, 108-მეგაპიქსელიანი კამერით. ინფორმაცია დადასტურებული ჯერ-ჯერობით არ არის და არც ის ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ ახალი Xiaomi Mi CC9-სგან, რადგან დეტალები და მონაცემები არ საჯაროვდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოდელი ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი გახდება, რადგან როგორც სხვადასხვა ბლოგერები წერენ […]
Startup TALK-ის ფარგლებში სტუდენტებს გივი ბერიძეც შეხვდება

Startup TALK-ის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას ჩაატარებს Edison-ის თანადამფუძნებელი, გივი ბერიძე. როგორც აქსელერატორი “სპარკი” წერს, შეხვედრა 8 ნოემბერს 19:00 საათზე სილიკონ ველი თბილისის სივრცეში გაიმართება. Edison არის სტუდენტების სტრატაპი, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესებსა და კერძო პირებს ელექტრონულ (Hardware) და პროგრამულ (Software) სერვისს სთავაზობს, რაც შეეხება “სპარკს”, ის თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი […]