4 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდება ტრენინგ კურსი სოც მედია მენეჯმენტის თემაზე

ბიზნეს აქსელერატორ სპარკის და კომპანია 4 Media-ს ორგანიზებით 4 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდება სრული ინტენსიური ტრენინგ კურსი სოც მედია მენეჯმენტის თემაზე. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, რის შემდეგაც გასაუბრების საფუძველზე მოხდება მონაწილეთა გადარჩევა :  https://forms.gle/b4MGrmj1mNy3VgXW8 როგორც სპარკი წერს, ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციები და სტანდარტები, სოციალური მედიის დამხმარე ხელსაწყოები, ასევე Facebook […]

ილონ მასკი 2050 წლისთვის მარსზე გეგმავს ქალაქის გაშენებას 1 მილიონი მაცხოვრებლით

როგორც Business Insider-ი წერს, ილონ მასკმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ის 2050 წლისთვის მარსზე გეგმავს ქალაქის გაშენებას 1 მილიონი მაცხოვრებლით. მასკი ამჟამად Dragon Crew-ს აშენებს, რაც მარსის პროექტის მასშტაბური გეგმის ნაწილს წარმოადგენს.როგორც გამოცემა იუწყება, Dragon Crew-ს ერთდროულად 100 ადამიანის და 100 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლება.კომპანია Tesla-ს დამფუძნებელის გეგმა „წითელ პლანეტაზე“ სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.

Björk-მა Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ახალი კომპოზიციის შექმნისათვის გამოიყენა

ისლანდიელმა მუსიკოსმა Björk Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ახალი კომპოზიციის შექმნისათვის გამოიყენა.ხელოვნური ინტელექტი კომპოზიციებს გარდაქმნის მზის ადგილმდებარეობისა და ცის ფერის გათვალისწინებით.ეს ეხმარება მაიკროსოფთის ხელოვნურ ინტელექტს უფრო კარგად ამოიცნოს და შეისწავლოს ღრუბლების განლაგებები, თოვლი, წვიმა, მოწმენდილი ცა, სხვადასხვა ტიპის ნათება ცაზე სეზონების მიხედვით.ვიდეო: 

ასტრონავტები ბავშვებს ძილის წინ ზღაპრებს უკითხავენ

Story Time from Space — ასე ჰქვია გლობალური კოსმოსური განათლების ახალ პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ასტრონავტი ქალი ბავშვებს კოსმოსიდან უტარებს გაკვეთილებს. წიგნები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იგზავნება, ასტრონავტები კი ზრუნავენ, რომ ბავშვებმა ძილის წინ საინტერესო სამეცნიერო ამბები მოისმინონ. პროექტის იდეის ავტორი პატრისია ტრიბე ამბობს, რომ სამეცნიერო, საბავშვო ამბებთან ერთად პატარები კოსმოსურ სადგურსაც აკვირდებიან.

მედია: ჯეფ ბეზოსის მობილური საუდის არაბეთის პრინცმა გატეხა

მეგობრული საუბარი ბეზოსსა და პრინცს შორის 2018 წლის პირველ მაისს შედგა, რამდენიმე საათში კი ამაზონის CEO-ს მობილურიდან სხვადასხვა სახის პერსონალურმა ინფორმაციამ გაჟონა. როგორც აღმოჩნდა, მოჰამედ ბილ სალმანის ნომრიდან გაგზავნილი ვიდეო სახიფათო ფაილს შეიცავდა, რომელმაც ბეზოსის პერსონალური დაავირუსა. ბეზოსის მობილურის გატეხვას ტაბლოიდების მხრიდან მისი პირადი ცხოვრების, მათ შორის პარტნიორთან გაგზავნილი მესიჯების, გასაჯაროება მოჰყვა. ახლა კი, როგორც […]

სახის ამომცნობი სისტემა სამი მილიარდი ადამიანის ფოტოს ფლობს

The New York Times წერს, რომ სახის ამომცნობი სისტემის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის ბაზაში, სამ მილიარდზე მეტი ადამიანის ფოტოა თავმოყრილი. გამოცემის ცნობით, აღნიშნული შედეგი FBI-ის ბაზის მონაცემებსაც კი აღემატება. გამოცემის ცნობით, აღნიშნული კომპანია უკვე თანამშრომლობს სამართალდამცავებთან. ფოტოების მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ Facebook სახელდება.

ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში განხორციელდა და ის საქართველოს შესყიდვების სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სამომავლოდ სახელმწიფო შესყიდვებში ინოვაციების დანერგვასა და სტარტაპთა ჩართულობას ამ მიმართულებით. რაც სამომავლოდ გამოიწვევს ერთის მხრივ პროცედურების […]

კომპანია Microsoft-მა სატელევიზიო სარეკლამო კამპანია დაიწყო

ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Microsoft-მა სატელევიზიო სარეკლამო კამპანია დაიწყო. პირველი სატელევიზიო ვიდეო Microsoft Teams-ის რეკლამაა. Microsoft Teams პირველად 2017 წელს გაეშვა და ის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი კომუნიკაციისა და კოლაბორაციის პლატფორმაა. რეკლამა შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის(NFL) ფლეიოფის სერიის ტრანსლირებისას იტრიალებს. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, თებერვლიდან, რეკლამა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ტელევიზიებშიც გაეშვება.

ონლაინ მიმოწერებში პედოფილების ამომცნობი სისტემა Microsoft-ისგან

Microsoft-მა შექმნა ავტომატური სისტემა, რომელსაც ონლაინ მიმოწერებში პედოფილების ამოცნობა შეუძლია. მიმოწერისას გამოყენებული ლექსიკისა და სიტყვების პატერნების ანალიზის დახმარებით, სისტემა ადგენს, ახდენს თუ არა ერთი პირი მეორეზე ზემოქმედებასა და ზეწოლას. სისტემის საკუთარ ქსელში ინტეგრირება სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ან ონლაინ ჩატის მქონე ნებისმიერ ონლაინ რესურსს, უფასოდ შეუძლია. ეს კი, 2020 წლის 10 იანვრიდან იქნება შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაცია Thorn-ის […]

ექსტრაორდინალური გაჯეტი მსაჯის ნაცვლად

ფრანგულმა კომპანია ST37-მა შექმნა ავტონომიური კამერა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. ის სპორტში არის მკაცრად გაწერილი წესების დარღვევის დასაფიქსირებლად მსაჯის მაგივრად იმუშავებს. კამერა ნიშნავს თითოეული მოთამაშის სხეულს 15 ქულიანი სისტემით.Wired-ის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ექსტრაორდინალური გაჯეტი, რომელიც მათ CES 2020-ზე შენიშნეს. თითოეული ასეთი კამერა 7280 დოლარი ღირს.