ფეისბუქმა კორონავირუსთან დაკავშირებით თითქმის ყველა პოსტი წაშალა – მიზეზები

უამრავმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ფეისბუქმა კორონავირუსთან დაკავშირებით თითქმის ყველა პოსტი წაშალა. “მინდოდა ჩემი საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. თუმცა შეტყობინება მომივიდა, რომ პოსტი წამიშლეს”, — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ტვიტერზე. სამშაბათს, ფეისბუქის ვიცეპრეზიდტმა, გაი როსენმა, ტვიტერზე დაწერა, რომ ყველაფერი სისტემური ხარვეზის გამო მოხდა. მოგვიანებით, ფეისბუქის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ალექს სტამოსმა, ტვიტერზე დაწერა, რომ სავარაუდოდ, […]
Audible ბავშვებსა და თინეიჯერებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს

კომპანია Audible, განცხადების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ბავშვებსა და თინეიჯერებს უფასო აუდიოწიგნებით უზრუნველყოფს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება Audible Stories – ის ფარგლებში. სია, რომელშიც მომხმარებელთათვის ამჟამად უფასოდ არსებული წიგნებია ჩამოთვლილი, ასობით აუდიოწიგნს იტევს. მათ შორისაა მერი შელის „ფრანკენშტაინი“, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ და ალან ალექსანდრ მილნის „ვინი პუჰი“.
Google-ია და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები ონლაინ სწავლებებისთვის

Google-ია და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები, ონლაინ გვერდების სახით, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეთა ოჯახებს დაეხმარება, რომ მოსწავლეებს სახლის პირობებში მისცენ განათლება, მანამ, სანამ ისინი სახლში იმყოფებიან პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო. Google-ის ვებ-გვერდი, სახელად Teach From Home (ისწავლე სახლიდან) მასწავლებლებს სთავაზობს რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, Google-ის პროდუქტების გამოყენებით. YouTube კი მომხმარებელს სთავაზობს სერვისს – Learn@Home , […]
თიბისი სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები

თიბისი სრულ მზადყოფნაში ხვდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი უწყვეტ რეჟიმში და შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით. თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს, მათი უსაფრთხოებისთვის, ფილიალებში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეასრულონ საბანკო ოპერაციები. თიბისი აგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშობას და არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესებისა და […]
Apple-მა საზოგადოებას ახალი თაობის ტაბლეტი წარუდგინა

Apple-მა საზოგადოებას ახალი თაობის ტაბლეტი წარუდგინა – 2020 წლის iPad Pro ჯერჯერობით ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული ტაბლეტია ეფლის პროდუქტებს შორის. მას ახალი ჩიპი, კამერის ულტრაფართოკუთხოვანი ობიექტივი და პროფესიონალური მიკროფონები ექნება. რაც მთავარია, ახალი iPad Pro შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალ Apple Magic კლავიატურასთან ერთად. ეს უკანასკნელი კი iPad Pro- ს, ფაქტობრივად, MacBook-ად გადააქცევს. iPad Pro-ს ახალი […]
ელექტრონული კომერციის პლატფორმა – Vendoo.ge-ს გადაწყვეტილება

ელექტრონული კომერციის პლატფორმა – Vendoo.ge-ს და თიბისი ბიზნესისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ. გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს. ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეებს, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ და Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც […]
გაფართოება – Netflix Party და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

მსოფლიოში კორონავირუსის მძვინვარების გამო, ადამიანები თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, Netflix-ის ახალი გაფართოება – Netflix Party, მრავალ მომხმარებელს საშუალებას აძლევს საყვარელ შოუს ერთად უყურონ. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სასურველ შოუს ან ფილმს შეარჩევს, მას შეუძლია ბმული მეგობარს გაუგზავნოს. მოწვეულ პირებს ასევე უნდა ჰქონდეთ Netflix Party-ის გაფართოება საკუთარ ბრაუზერებში.
TikTok უშნო, ღარიბი და შშმ მომხმარებლების ვიდეოებს შლიდა – განცხადება

ონლაინ გამოცემა Intercept-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, TikTok “ცდილობდა, რომ უშნო, ღარიბი და შშმ მომხმარებლების ვიდეოები გაეფილტრა”. დოკუმენტების თანახმად, მოდერატორებს ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული, თუ რა სახის ვიდეოები უნდა წაეშალათ, რათა ისინი მომხმარებლებს თვალში არ მოხვედროდათ. მასალებში ვკითხულობთ: მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ “ნორმიდან გადახრილი სხეულის ზომა (ჯუჯობიდან აკრომეგალიამდე)”, ვინც არის “მსუქანი ან მეტისმეტად გამხდარი”, […]
შესაძლოა ევროპაში Netflix გათიშონ

ევროპაში შესაძლოა Netflix დროებით გათიშონ. გამომდინარე იქიდან, რომ კარანტინის პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, ხშირად პრობლემები წარმოიქმნება.ევროკომისიამ და ევროპული რეგულაციების სამსახურმა (BEREC) შეიმუშავეს სპეციალური საკონტროლო მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დააკვირდებიან და იზრუნებენ ხარისხიან ინტერნეტ-კავშირზე. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების პირობები Netflix-ზეც გავრცელდება, რის შედეგადაც ამ ინტერნეტ-ტელევიზიის მაუწყებლობა შესაძლოა დროებით შეწყდეს.
AMAZON-მა 100 ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადა

კომპანია AMAZON-მა 100 ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები ამერიკის შეერთებული შტატებში განლაგებულ Amazon-ის საწყობებში დასაქმდებიან და მომხმარებლებისთვის შეკვეთილი საქონლის დროულად მიწოდებას უზრუნველყოფენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის საიტზე განთავსებულ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ Amazon-მა პერსონალის ნაწილს პანდემიის დასრულებამდე სახლიდან მუშაობის ნება დართო.