მთავარი ტეგები GTU

ტეგი: GTU

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ხიდების და გვირაბების ტესტირების ლაბორატორია მოეწყობა

0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (GTU) ხიდების და გვირაბების კვლევისა და ტესტირების აკადემიური ცენტრისა და კვლევის ლაბორატორიის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება.ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.“უნიკალური ლაბორატორია მოეწყობა. აქ იქნება ხიდებისა და გვირაბების შესწავლისთვის სრული აღჭურვილობა და მოეწყობა შესაბამისი სივრცე. სივრცის მოწყობა უკვე მალე დასრულდება და 2019-ში უკვე აღჭურვა მოხდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაჩნდება საერთაშორისო დონის ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას და ზოგადად სამშენებლო ბაზარზე“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.ხიდებისა და გვირაბების კვლევისა და ტესტირების აკადემიური ცენტრისა და კვლევის ლაბორატორიის რეაბილიტაცია აზიის განვითარების ბანკის დონორობით მიმდინარეობს.

“ჩვენი მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში” – ბახტაძე

0
2-5 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.როგორც მან ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, მისი სტრატეგიული მიზანია ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი.„მოგეხსენებათ, 2 წლის წინ მთავრობამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფინანსა ბირთვული და...