საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (GTU) ხიდების და გვირაბების კვლევისა და ტესტირების აკადემიური ცენტრისა და კვლევის ლაბორატორიის რეაბილიტაცია 2019 წლის იანვარში დასრულდება.

ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

“უნიკალური ლაბორატორია მოეწყობა. აქ იქნება ხიდებისა და გვირაბების შესწავლისთვის სრული აღჭურვილობა და მოეწყობა შესაბამისი სივრცე. სივრცის მოწყობა უკვე მალე დასრულდება და 2019-ში უკვე აღჭურვა მოხდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაჩნდება საერთაშორისო დონის ლაბორატორია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას და ზოგადად სამშენებლო ბაზარზე“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ხიდებისა და გვირაბების კვლევისა და ტესტირების აკადემიური ცენტრისა და კვლევის ლაბორატორიის რეაბილიტაცია აზიის განვითარების ბანკის დონორობით მიმდინარეობს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here