SES S.A.-მ (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) 1 ივლისს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობა მიიღო ტენდერის გამოცხადებაზე O3b ქსელების შესყიდვასთან დაკავშირებით და აქციონერებისთვის გარკვეული სახის შეთავაზებაზე. აქციონერების ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ხოლო ისინი, ვინც ტენდერში არ მონაწილეობდა, წილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებენ. გარიგების სავარაუდოდ 1 აგვისტოს შედგება.
SES-ი 730 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, არსებული 49.1%-იანი წილის 100%-მდე გასაზრდელად. გარიგების განხორციელების შემთხვევაში, SES-ი მოახდენს 1.2 მლრდ აშშ დოლარის კონსოლიდაციას, რაც მთლიანად მიმართული იქნება O3b ქსელების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხებისა და წარმოშობილი ვალების ანაზღაურებაზე.
O3b-ს უნიკალური და გლობალური მაღალი გამტარიანობის მქონე ქსელი აფართოებს SES-ის გლობალური დაფარვის არეალს და სატელიტურ სერვისებს, ამასთან ხელს უწყობს და აძლიერებს SES-ის ზრდის ტემპს.
გარიგება უზრუნველყოფს SES-ის მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული თანხების გარკვეულწილად დაბრუნებას. გარდა ამისა, SES-ი 2017 წლისთვის გეგმავს წლიური 53 მილიონი ევროს გენერირებას კომერციული, ოპერაციული, პროდუქტების განვითარებისა და ფინანსური საქმიანობის სინერგიის გზით, რომელიც გაიზრდება წლიურ 106 მილიონ ევრომდე 2021 წლისთვის.
კარიმ მიშელ საბბაჰი, SES-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი: “O3b ქსელების 100%-იანი წილის ფლობა კომპანიისთვის მეტად მომგებიანი იქნება, როგორც სტრატეგიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.”
პადრეგ მაკკარტი, SES-ის ფინანსური დირექტორი: “O3b-ის, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი სატელიტური ქსელის შეძენა, მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, მოსალოდნელია კომპანიის შემოსავლების ზრდა 32-დან 36 მლნ აშშ დოლარამდე ყოველწლიურად მხოლოდ სატელიტური ბიზნესიდან. ვიმედოვნებთ, რომ ორივე – SES-ი და O3b მიიღებენ სარგებელს მოსალოდნელი შერწყმისგან.“

წინა სტატიაSanDisk microSDXC Extreme ბარათები 256 GB
შემდეგი სტატიაპოპულუსი – წარმოებულია საქართველოში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი