Andorid 7 (Nougat) არ ჩაიტვირთება შეცვლილი/გაფუჭებული ფირმვერით

562

KitKat-ის შემდეგ Android მოწყობილობების ჩატვირთვის პროცესი კონტროლდება და მოწმდება იმაზე, რომ იქ არ მოხვდეს ვირუსები და მავნე კოდი. Marshmallow-ში ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ნახავს სპეიალურ გაფრთხილებას ხოლო Android Nougat-ში ეს შემოწემება უფრო მკაცრი გახდება. თუ თქვენი ჩამტვირთი პარტიცია შეცვლილია ან გაფუჭებულია Android ჩაიტვირთება ლიმიტირებულ რეჟიმში ან საერთოდ არ ჩაიტვირთება.

რა თქმა უნდა მომხმარებლებისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნება, რადგანაც მათი მოწყობილობა დაცული იქნება ვირუსებისგან და მავნე პროგრამებისგან, რომლებიც სისტემაში ღრმად იდგამენ ფესვებს. Google-ის განცხადებით შემოწმება აქტიური იქნება მხოლოდ ტელეფონებზე დახურული ჩამტვირთით. რა თქმა უნდა ეს პრობლემას არ შექმნის Nexus და სხვა ღია ჩამტვირთის მქონე მოწყობილობებზე დააყენოთ თქვენთვის საურველი რომები და მოდიფიკაციები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here