დღეს არც ისე მარტივია ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით ვინმეს გაკვირვება, თუმცა კომპანია Intel -მა მაინც მოახერხა და შეძლო ახალი, რევოლუციური პერსონალური კომპიუტერის შექმნა, Intel NUC (Next Unit Computing) როგორც მას მწარმოებელი უწოდებს, საკმაოდ ინოვაციურად გამოიყურება.

როგორც სურათზე ჩანს, მისი ზომები 4×4 დუიმია, რაც საშუალებას იძლევა, ცალი ხელით თავისუფლად დავიჭიროთ. ზუსტად მწარმოებელიც ამ კონცეფციით ხელმძღვანელობდა, როდესაც დიზაინის შემუშავებაზე ალტერნატივებს განიხილავდნენ. კომპიუტერი ხელის გულზე საკმაოდ კომფორტულად ეტევა და მის სარეკლამო სლოგანსაც ამართლებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დიზაინი ძალიან დახვეწილია და თანამედროვე მოწყობილობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სანამ შიგთავსში ჩავიხედავთ, თვალში საცემია მისი გვერდითი მხარე, სადაც განლაგებულია საკომუნიკაციო პორტები.  მოწყობილობა აღჭურვილია 2 სტანდარტული USB 2.0  და 2 ახალი ტიპის USB 3.0 პორტებით, კვების ბლოკის შესაერთებლით (მუშაობს გარე კვების ბლოკზე, რომელიც იძლევა 65 W სიმძლავრეს და მოყვება კომპლექტაციაში), 2 ცალი Display Port-ით ან mini-HDMI და გიგაბიტური ქსელის პორტით – Gigabit LAN. აქვე აღსანიშნავია კომუნიკაციის შიდა უკაბელო საშუალებებიც, როგორიცაა Intel® ­WiFi Technology და Bluetooth.

შიგთავსის დათვალიერე-ბისას პირველი, რაც აშკარად ჩანს, მისი ელეგანტური დიზაინი და ნაწილების  კომპაქტური განთავსებაა. მეხსიერების 2 ცალი DDR4 SODIM ტიპის სლოტი(up to 32 GB), ერთმანეთზეა განთავსებული, თუმცა ეს ხელს არ უშლის მათ ჩადება-ამოღებაში. იგივე მხარესაა განთავსებული SATA პორტიც, რომელზეც შესაძლებელია შეერთდეს  მყარი დისკი 2.5” HDD ან SSD, მისთვის სპეციალურადაა ადგილი, ძირის შიდა საცავში, რომელიც ერთი შეხედვით ძნელად შესამჩნევიცაა. აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის მცირე დანამატი როგორიცაა M.2 SATA, რომელიც ცალკე კომპაქტურად არის განთავსებული და საშუალებას იძლევა, კიდევ ერთი სწრაფი SSD-სტიპის მოწყობილობა იქნეს ჩამონტაჟებული. ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ საშუალებას იძლევა, M.2 SATA-ზე შეერთდეს ნებისმიერი M-SATA ტიპის SSD 128 GB-მდე, რომელზეც დაინსტალირდება ოპერაციული სისტემა და ძირითადი სამუშაო პროგრამები, ხოლო მეორე SATA 3,0 სლოტზე შესაძლებელია მიერთდეს 2.5“–იანი HDD, 3 Tb მოცულობამდე.

პროცესორი, ჩიპსეტი და ძირითადი კონტროლერები განთავსებულია დაფის ქვედა მხარეს, სადაც ჩვეულებრივ მომხმარებელს წვდომა შეზღუდული აქვს, რაც იმითაა განპირობებული, რომ მათი შეცვლა შეუძლებელია და არცაა საჭირო, რადგან ეს ყველაფერი motherboard-ზე მყარადაა დამაგრებული.

არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ გაგრილების სისტემა, რომელიც ინოვაციური განლაგების წყალობით პასიურია, ანუ არ გააჩნია ქულერები, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა მტვრიან ან ნესტიან გარემოში. ყველაფერი აბსოლუტურად უხმაუროდ მუშაობს და დიდ ოფისებში, სადაც ერთ ოთახში ათობით კომპიუტერია, გაგრილების ქულერების მონოტონურ ხმაურისგან შეწუხებული თანამშრომლები დისკომფორტს აღარ იგრძნობენ.

წელს კომპანია Intel-მა მე-6 თაობის პროცესორების გამოშვების შემდეგ, მომხმარებელს  ამ მოწყობილობებში საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება მისცა, დაწყებული დაბალ ელექტროენერგიის მომხმარებლიანი Intel Celeron-ით (საოფისე სამუშაოებისთვის), დამთავრებული მძლავრი Intel Core i7-ით, რომელზეც შესაძლებელია როგორც რთული მათემატიკური გათვლები და პროგრამების კომპილაცია, ასევე 3–განზომილებიანი რასტრული ობიექტების მოდელირება. ამას თუ დაემატება ის ფაქტიც, რომ მაღალ წარმადობის პროცესორებში, როგორიცაა I5 და I7, V-Pro ტექნოლოგიაც იქნა ინტეგრირებული (კომპიუტერის დისტანციური სრული მართვა, პროცესორის და ჩიპსეტის აპარატურულ დონეზე), Intel NUC-ი სრული კორპორატიული გადაწყვეტილებაა მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებისთვის. როგორც სატესტო მოდელებმა აჩვენეს, ის არა თუ იმეორებს სტანდარტული დესკტოპ კომპიუტერის სიმძლავრეს, არამედ ზოგი პარამეტრით ჯობნის კიდეც. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Intel-ი ამ მოწყობილობებზე იძლევა 3–წლიან სტანდარტულ გარანტიას და მისი მართვა დისტანციურადაც საკმაოდ ადვილია, უახლოეს წლებში ჩვენი სამუშაო ადგილებიდან დიდი და ხმაურიანი ე.წ. „ქეისიები“ გაქრება და მის ადგილს ჩაანაცვლებს მცირე და უხმაურო NUC-ის ტიპის კომპიუტერები. მისი ინოვაციური გაგრილების სისტემის წყალობით, მოწყობილობა 5 და 7 წელიწადსაც უპრობლემოდ იმუშავებს, თუ არ გავითვალისწინებთ მის მორალურ დაძველებას, რაც ზოგჯერ არ არის არსებითად მნიშვნელოვანი საოფისე საქმიანობიდან გამომდინარე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here