Want create site? With Free visual composer you can do it easy.

 

ინოვაციური ტექნოლოგია OKI-სგან პოლიგრაფიული ბეჭდვის სფეროში სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. OKI Europe Ltd-მ პრინტერების განახლებული ხაზი წარმოადგინა თეთრი ტონერით ბეჭდვის შესაძლებლობით, ასევე პრინტერი Pro6410 NeonColor  ნეონის ტონერით.

OKI Europe Ltd-მ ინოვაციური პრინტერი Pro6410 NeonColor გამოუშვა, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ მასალაზე მკვეთრ ფლუორესცენტულ ფერებში ბეჭდვის საშუალებას იძლევა. აღნიშნული პრინტერი თვისობრივად  ავსებს თეთრი ტონერით მბეჭდავი Pro სერიის პრინტერების განახლებულ ხაზს.

Pro 6410 NeonColor-ში გაერთიანებულია მაღალი რეზოლუციის შუქდიოდური ფერადი ბეჭდვისა და თეთრი ტონერით (WT) ბეჭდვის ტექნოლოგიები, რაც  ბეჭდვის ფართო სპექტრის შესაძლებლობებს იძლევა A4 ფორმატის ქაღალდზე (სიმკვრივით 250 გ/კვ.მ)

ტექნოლოგიურად Pro6410 NeonColor-ს ანალოგები არ გააჩნია, მისი წყალობით ბეჭდვის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. პრინტერის უნიკალური შესაძლებლობები ჩვეულებრივ გრაფიკულ მასალას უფრო ეფექტურს ხდის და ნებისმიერი პროდუქციისთვის ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალებას იძლევა. ნეონის თეთრი ტონერის გამოყენება პრინტერს დამატებით შესაძლებლობას აძლევს შექმნას დამცავი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ უხილავი ულტრაიისფერი განათების მეშვეობით შემოწმებისას ჩანს, ან თეთრი ფონი – მუქი ფერის ქაღალდზე ფერადი გამოსახულების გადატანისას.

ინოვაციური ნეონის ფერები “WOW ეფექტს“ უზრუნველყოფენ უხილავი ულტრაიისფერი განათების დროს, 3D სათვალე კი ნეონის გამოსახულების დანახვის საშუალებას იძლევა უჩვეულო ახალ განზომილებაში. ბანერები, ბილეთები და მაღაზიის გასაფორმებლად საჭირო მასალები სავსეა ფერებით, გაჯერებული ტონები კი ეფექტურობას მატებენ სპორტულ მაისურებს და სამოსის დეტალებს.

Pro6410 NeonColor-თან ერთად OKI Europe Ltd-მ Drupa 2016-ზე ასევე წარადგინა თეთრი ტონერით მბეჭდავი პრინტერების განახლებული ხაზი – Pro7411WT და Pro9420WT.

სამაგიდო ტიპის აპარატების წარმადობა და კომპაქტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს შესანიშნავ სუფთა თეთრ ფერს და სხვა ფერების თუ ელფერების სიმკვეთრეს, რაც ჩვეულებრივ ძვირადღირებული საწარმოო აღჭურვილობის გამოყენებით მიიღწევა. მაღალი რეზოლუციის შუქ-დიოდური ფერადი ბეჭდვისა და  თეთრი ტონერით (WT) ბეჭდვის ტექნოლოგიების გაერთიანებით, Pro სერიის პრინტერები იძლევიან A4 ფორმატის სხვადასხვა ტიპის ქაღალდის (სხვადასხვა სიმკვრივითა და სიგრძით) გამოყენების შესაძლებლობას.

Pro სერიის განახლებულ პრინტერებს თეთრი ტონერით (WT) ბეჭდვის ტექნოლოგიით სხვადასხვა ფერის ზედაპირზე ცალკეული ნაწილების თეთრად დაფარვის შესაძლებლობა გააჩნიათ, ასევე შეუძლიათ სხვა ფერის ტონერების გამოყენებით ბეჭდვა, რის შედეგადაც მუქ ფონზე მკვეთრი გამოსახულება მიიღება. CMYK-ის ყველა ტრადიციული შეზღუდვის დაძლევის ხარჯზე თეთრი ტონერით ბეჭდვა ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს დიზაინერებს, გრაფიკულ სტუდიებს, მაღაზიების გამფორმებლებსა და გრაფიკასთან მომუშავე სხვა სტრუქტურებს.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.oki.ge.

ყველა ზემოთ აღნიშნული მოდელის შეკვეთა შეგიძლიათ საქართველოში ОКI-ს ოფიციალურ დისტრიბუტორთან Information & Communication Systems LTD.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის: თბილისი, ალექსიძის ქ. #1
ტელ: +995 90 333 440
+995 32 2145 538
ფაქსი:+995 90 333 441
ვებგვერდი: www.infocommsys.ge

Pro 6410 NeonColor-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ბეჭდვის სიჩქარე – 34 გვერდამდე წუთში
  • რეზოლუცია – 1200 x 600 dpi
  • პროცესორის სიჩქარე – 533 მგჰ
  • პრინტერის ენები – PS3
  • ქაღალდის მოცულობა

(ძირითადი უჯრა + მრავალფუნქციური უჯრა) – 300 + 100

  • ქაღალდის სიმკვრივე-220 გ/კვ.მ ძირითადი უჯრა, 250 გ/კვ.მ მრავალფუნქციური უჯრა
  • ქაღალდის ფორმატი – A4
  • ზომები – 340 x 435 x 546 მმ
  • პირველი გვერდის ბეჭდვის დრო – 9 წამი
  • ტონერ-კარტრიჯის ბეჭდვის რესურსი (ფერადი/თეთრი): 6,000/4,000 გვერდი
  • ფუნქციონალის გაფართოება – ფერის ავტომატური ბალანსირება

Pro7411WT-ის (A4) ტექნიკური მახასიათებლები:

  • ბეჭდვის სიჩქარე – 34 გვერდამდე წუთში
  • რეზოლუცია – 1200 x 600 dpi
  • პროცესორის სიჩქარე – 533 მგჰ
  • პრინტერის ენები – PS3
  • ქაღალდის მოცულობა

(ძირითადი უჯრა + მრავალფუნქციური უჯრა) – 530 + 100

  • ქაღალდის სიმკვრივე – 220 გ/კვ.მ ძირითადი უჯრა, 250 გ/კვ.მ მრავალფუნქციური უჯრა
  • ქაღალდის ფორმატი – A4
  • ზომები – 389 x 435 x 546 მმ
  • პირველი გვერდის ბეჭდვის დრო – 9 წამი
  • ტონერ-კარტრიჯის ბეჭდვის რესურსი (ფერადი/თეთრი): 11,500/6,000 გვერდი
  • ფუნქციონალის გაფართოება – ფერის ავტომატური ბალანსირება

Pro9420WT-ის (SRA3) ტექნიკური მახასიათებლები:

  • ბეჭდვის სიჩქარე – 31 გვერდამდე წუთში
  • რეზოლუცია – 1200 x 600 dpi
  • პროცესორის სიჩქარე – 800 მგჰ
  • პრინტერის ენები – PS3
  • ქაღალდის მოცულობა (ძირითადი უჯრა + მრავალფუნქციური უჯრა) – 530 + 230
  • ქაღალდის სიმკვრივე – 216 გ/კვ.მ ძირითადი უჯრა, 300 გ/კვ.მ მრავალფუნქციური უჯრა
  • ქაღალდის ფორმატი – A3 და SRA3 (328 x 457 მმ-მდე)
  • ზომები – 471 x 654.5 x 623 მმ
  • პირველი გვერდის ბეჭდვის დრო – 10.5 წამი
  • ტონერ-კარტრიჯის ბეჭდვის რესურსი (ფერადი/თეთრი): 15,000/8,000 გვერდი
  • ფუნქციონალის გაფართოება – ფერის ავტომატური ბალანსირება, ავტომატური თავსებადობა, ქაღალდის წონის ავტომატური განსაზღვრა.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here