Samsung-მა შეწყვიტა Galaxy Note 7-ის წარმოება და მთელი მსოფლიოს მაშტაბით შეაჩერა გაყიდვები. “მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რაც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, გადავწყვიტეთ შევაჩეროთ Note 7-ის გაყიდვები და წარმოება” – ნათქვამია Samsung-ის გნცხადებაში. ეს განცხადება კი მას შემდეგ გამოქვეყნდა რაც გუშინ უკვე გაყიდული ეგზემპლარებისა და მეორედ გაყიდული უსაფრთხო ეგზემპლარების უკან დაბრუნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

რა თქმა უდა უკვე გაყიდული ტელეფონების ნაცვლად Samsung-ის პარტნიორები მომხმარებლბეს სხვა ტელეფონებს შესათავაზებენ. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის განცხადება სადაც ნათქვამა, რომ “Samsung-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა შეაჩერა გაყიდვები და ყველა ტელეფონის ჩანაცვლება დაიწყო”

მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ Note 7-ით Samsung-მა ტელეფონების სასწრაფოდ გამორთვა და მათი ყიდვის ადგილზე დაბრუნება ურჩია. ოპერატორების ქსელით გავრცელებული მოდელების სანაცვლოდ რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება Samsung-ის სხვა ტელეფონის ან სხვა ბრენდის სმარტფონის აღება.

Note 7 აგვისტოში გამოვიდა და მას საკმაოდ პოზიტიურად შეხვდა საზოგადოება, თუმცა პირველივე ინციდენტიდან დღემდე კომპანიის რეპუტაციას და Galaxy Note ხაზს კოლოსალური ზიანი მიადგა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here