მას შემდეგ რაც Note 7-ის წარმოება და გაყიდვები შეწყდა და ტელეფონები მწარმოებელს უკან უბრუნდება ცეცხლგამძლე ყუთებში, გახსნილად რჩება საკითხი თუ, რატომ ეკიდებოდა ცეცხლი ზოგიერთ მათგანს. 2 სექტემბერს დაწყებული პირველადი გამოკვლევებით კომპანიამ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად “დადგინდა აკუმლატორის პრობლემა”. მიუხედავად ამისა დღეს, როცა უკვე პროდუქტი არ არსებობს, მაინც ვერ დგინდება პრობლემის რეალური მიზეზი. New York Times-ის ცნობით ასობით თანამშრომლის მრავალჯერადი მცდელობის შედეგადაც ვერ მოხერხდა დაბრუნებული სმარტფონების სპონტანური აალება.

ვიდეოსი რომელიც Associated Press-მა გამოაქვეყნა, აჩვენებს თუ როგორ შემოაქვს მომხმარებელს ჰონოლულუში აალებული Galaxy Note 7. პირველი გამოწვევისას კომპანიამ ის მოდელები ამოიღო, რომლებშიც გარეშე მწარმოებლის მიერ მოწოდებული აკუმლატორები იყო მოთავსებული, თუმცა ამან პრობლემა მაინ ვერ მოაგვარა. იყო მოსაზრებაც, რომ USB-C კაბელების ხარისხის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ესეც არ დადასტურდა.

Times-თან ინტერვიუში პარკ ჩულ-ვანმა, რომელიც კორეის ელექტორ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის აკუმლატორების კველვის ცენტრის ყოფილი დირექტორია თქვა, რომ ბატარებთან მიმართებაში ყველაფერი რიგზე იყო და პრობლემა სხვაგან უნდა ვეძებოთ.

კიდევ ერთი მოთამაშე ამ სიტუაციასი არის TDK, რომელმაც Samsung-ს ბატარეები უკვე შეცვლილი მოდელებისთვის უნდა მიეწოდებინა, მაგრამ წარმოების შეწყვეტამ მათი ბრალეულობაც გამორიცხა.

ჯერ-ჯერობით Samsung არანაირ კომენტარს არ აკეთებს გამოზიებასთან დაკავშირებით, რომელიც არავინ იცის რა შედეგებს მოიტანს. ამასობაში კი ინტერნეტში ახალი მოსაზრებებიც ჩნდება, რომლებიც არ არის რეალობას მოკლებული და სამხრეთკორეული გიგანტის წინააღმდეგ კორპორაციულ საბოტაჟსაც კი ვარაუდობს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here