2016 წლის 23 დეკემბერს ბილაინმა შეიძინა 3G ქსელის ლიცენზია. 2017 წლის მარტიდან კომპანია მომხმარებელს 4G და 2G ქსელთან ერთად 3G ქსელსაც შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორებიდან მხოლოდ Beeline-ს არ ქონდა 3G სიხშირეებით ოპერირების ლიცენზია, რის გამოც კომპანია ვერ ახერხებდა მომხმარებლებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით მომსახურებას. მდგომარეობა გამოსწორდა 4G LTE ქსელების დანერგვით, რომლის ფარგლებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვან დასახლებულ პუქნტებში შესაძლებელი გახდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კავშირის მიწოდება.

ბილიანი 3G ქსელის მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს და გვპირდება, რომ ამას ძალიან მოკლე ვადებში მოახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ 4G LTE ქსელები დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა წინა თაობის ტექნოლოგიაზეც, რაზეც ზემოთ აღნიშნული ფაქტიც მეტყველებს.

წყაროBeeline
წინა სტატია“TRAVELXP 4K” უერთდება „SES ULTRA HD“ მიმართულებას ჩრდილოეთ ამერიკაში
შემდეგი სტატიაGoogle-ის ფლაგმანური ჭკვიანი საათები 2017 წლის დასაწყისში გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი