საერთაშორისო ტელე-სამოგზაურო არხი ხელს აწერს მაუწყებლობის გავრცელების შესახებ გარიგებას წამყვანი 4K პლატფორმის მოსაპოვებლად და ხდება SES-ის 21-ე კომერციული UHD არხი

ლუქსემბურგი, 19 დეკემბერი, 2016 წელი — SES S.A.-მ („ევრონექსტი“ პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) დღეს განაცხადა, რომ „Travelxp 4K“, საერთაშორისო ტელე-სამოგზაურო არხი, მომავალი თვიდან დაიწყებს მაუწყებლობას UHD ფორმატში      SES-ის მზარდ UHD პლატფორმაზე, რომელიც ემსახურება საკაბელო ოპერატორებსა და მრავალარხიან სატელევიზიო პლატფორმებს მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.

სთავაზობს რა აუდიტორიას დამაინტრიგებელ  ისტორიებს შორეული ადგილებიდან, მსოფლიოში პირველი 4K ტელე-სამოგზაურო არხი, „Travelxp 4K“, ემზადება ამოქმედებისთვის SES-1 თანამგზავრზე, რომელიც ერთერთია SES-ის თანამგზავრების (SES-1, SES-3, AMC-18) ტრიოდან, ეს უკანასკნელი კი მასპინძლობს რეგიონის წამყვან UHD პლატფორმას. „Travelxp 4K“, რომელიც ლიცენზირებულია მრავალარხიანი ვიდეო პროგრამის გასავრცელებლად (MVPD-ები) „Vivicast Media“-ს მიერ, არის უახლესი იმ UHD არხების სერიაში, რომლებიც უნდა შეუერთდეს SES-ის UHD პლატფორმას, ამ უკანასკნელზე კი განლაგებულია ცხრა ხაზოვანი UHD არხი (იანვრის მდგომარეობით). ამჟამად SES-მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გავრცელების შესახებ 30-ზე მეტ UHD არხთან მთელს მსოფლიოში, რომელთაგან 21 კომერციულია.

„Travelxp 4K“, ცნობილი სახეების მიერ მართული დახურული სააქციო საზოგადოების კომპანია ინდოეთში, გვთავაზობს მსოფლიო დონის სამოგზაურო პროგრამების ასობით საათს, გადაღებულს მსოფლიოს ყველა კუთხეში. 4K არხი იმეორებს „Travelxp HD“-ს წარმატებას, რომელიც გვთავაზობს 100%-ით ავთენტურად წარმოებულ, უმაღლესი ხარისხის სამოგზაურო და ცხოვრების წესის ამსახველ პროგრამებს, რომლებიც გადაიცემა 50 მილიონზე მეტ ოჯახში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „Travelxp 4K“ განახორციელებს გლობალური სამოგზაურო შინაარსის მაუწყებლობას განსაცვიფრებელი გამოსახულებით 10-ბიტიან REC2020 ფერად სივრცეში HLG (ჰიბრიდული ჩართვის გამა) HDR-ის (გაფართოებული დინამიური დიაპაზონი) მეშვეობით.

„Travelxp 4K“-ში ყველაფერი იმის გარშემო ბრუნავს, რომ ოჯახებამდე მთელი სამყარო განსაცვიფრებელი გარჩევადობით მიიტანონ. 10-ბიტიანი REC2020 HLG HDR-ით უფრო წარმტაც და ნათელ სამაყურებლო შეგრძნებას შექმნის. 4K-ის შემთხვევაში არ არის საუბარი უბრალოდ მეტი რაოდენობით პიქსელზე, არამედ უკეთესი ხარისხის პიქსელზე“, განმარტა პრაშანტ ჩოტჰანიმ, „Travelxp 4K“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია მაყურებელს შევთავაზოთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტურისტული დანიშნულების ადგილების, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების უფრო ახლო და მომხიბლავი  ხედვა, ისეთი, როგორსაც ადრე არასდროს ჰქონია ადგილი, ჩვენი 100%-ით ორიგინალური და ექსკლუზიური 4K პროგრამების მეშვეობით. SES-ის მზარდი UHD პროგრამების პაკეტთან და საინფორმაციო შინაარსის გავრცელების პლატფორმასთან მიერთებით, „Travelxp 4K“ სახარბიელო პოზიციებს იძენს მნიშვნელოვან აუდიტორიაზე წვდომის თვალსაზრისით მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.“

„SES-მა შექმნა ერთ ადგილზე თავმოყრილი, განსაცვიფრებელი 4K პროგრამების საუკეთესო და ყველაზე ვრცელი პროგრამული პაკეტი მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა სტივ კორდამ, ჩრდილოეთ ამერიკაში SES-ის ბიზნესის განვითარების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა. „ადამიანები მთელს აშშ-სა და ჩრდილოეთ ამერიკაში UHD ტელევიზორებს რეკორდული ტემპებით იძენენ, ამ სადღესასწაულო სეზონზე კი მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო მეტად ზრდა. ამჟამად მილიონობით ტელემაყურებელი მოელის 4K პროგრამების ხილვას თავიანთ ახალ ეკრანებზე, ხოლო საკაბელო ოპერატორებმა და სატელევიზიო პლატფორმის სხვა მომწოდებლებმა უკვე მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს ამ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რაც შეეხება უშუალოდ ოჯახებზე ფართოზოლოვანი  UHD მომსახურების მიწოდებას მომავალ კვირებსა და თვეებში.“

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here