SES- უერთდება ლუქსემბურგის მთავრობის დამხმარე ღონისძიებებს ჰაიტისთვის ქარიშხალიმეთიუ“- შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად

ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. — სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის  დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.

emergency.lu-ს ტერმინალები  იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.

“როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება  ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს”, აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი.  “თანამგზავრი  არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.

Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას  ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარკუს პეიერი

კორპორატიული კომუნიკაცია

ტელ: +352 710 725 500

Markus.Payer@ses.com

 

 

 

 

იხილეთ:

Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog
SES-ისსურათები იხილეთ http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის დოკუმენტები იხილეთ http://www.ses.com/18681915/white-papers

„SES“-ის შესახებ
SES („Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია ყურადღებას ამახვილებს გაფართოებული ფუნქციების უწყვეტ მომსახურებაზე და ახორციელებს სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას მაუწყებლების, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერების, მობილური და ფიქსირებული ქსელების ოპერატორების და კომერციული და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებას და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის, კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES-ის შვილობილი კომპანია – MX1 არის მედია სერვისების პროვაიდერი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გთავაზობთ ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. მის საკუთრებაშია „O3b Networks“, რომელიც წარმოადგენს შემდგომი თაობის სატელიტურ ქსელს და აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს. „O3b Networks“-ის მეშვეობით “SES”-მა მნიშვნელოვნად გაზარდა არსებული ვიდეო და მონაცემთა გამტარუნარიანობა. SES არის მსოფლიოში პირველი სატელიტური პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს დიფერენცირებული და სრულად მასშტაბირებადი GEO-MEO-ის მიწოდებას ძლიერი ტექნიკური სიმძლავრეების მეშვეობით რიგ საბაზრო სეგმენტებსა და ადგილებში.
“SES”-ში ჩვენ ვახდენთ ახალი ეკოსისტემების ფორმირებას და საფუძველს ვუყრით ახალ პრინციპებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here