Apple-მა გამოუშვა ახალი MacBook Pro ნოუთბუქები, რომლებიც ოთხი USB Type-C პორტებითაა აღჭურვილი. საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან როცა Apple-ის ყოველ ახალ პროდუქტთან ერთად ახალი გადამყვანის ყიდვის საჭიროება ჩნდება. უფრო ზუსტად, რომ ვთვაქთ iPhone-ის MacBook Pro-სთან მისაერთებლად USB 2.0-დან Type C-ზე გადამყვანი ან ახალი Lightning-USB-C კაბელის ყიდვა მოგიწევთ. იგივე ბედი ეწია ახალ Lighning EarPods ყურსასმენებსაც.

what-in-a-box

გვჭირდება თუ არა ტელეფონის კომპიუტერზე მიერთება? რა თქმა უნდა ამის აუცილებლობა არ არსებობს. ტელეფონი უფრო სწრაფად იმუხტება საკუთარი ადაპტერიდან ვიდრე USB-C პორტიდან, მაგრამ არის თუ არა iPhone დღეს საკმარისად დამუკიდებელი ყველაფრისთვის და არ გულისხმობ, აპლიკაციებს, მუსიკას და ზოგჯერ iOS-ის განახლებას. სინამდვილეში ზოგიერთი რამ ერთი ნაბიჯით უფრო რთული გახდა.

მომავალი სადაც ტელეფონები, ნოუთბუქები და სხვა დანარჩები პროდუქტები გადავა USB Type-C პორტზე რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იქნება. ზოგიერთ USB-C პორტს შეუძლია მონაცემებისადა და ენერგიის ერთდროულად გადაცემაც კი, ზოგიერთი კაბელი რევერსულია და ორივე მხარეზე ერთნაირად მუშაობს რაც Windows, macOS, iOS და Android მოწყობილობებს შორის ურთიერთობის დამყარების მართლაც უნივერსალური საშუალებაა.

სამწუხაროდ ასეთი მომავალი ჯერ-ჯერობით ჰორიზონტს მიღმაა და რისი მიღწევაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი ეს მხოლოდ კაბელების, გადამყვანების და ბევრი სხვა და სხვა პორტების მქონე დონგლების სიმრავლეა. ისიც კი დასაფასებელია, რომ ახალ MacBook Pro-ს ტრადიციული 3.55 მმ-იანი ყურსასმენების ჯეკი აქვს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here