გასული წლის სექტემბერში Google-მა YouTube Go დააანონსა, რომელიც ვიდეო კონტენტის ჩამოტვირთვის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მისი შემდგომ ოფლაინ მოხმარებისთვის. Google-ის გადაწყვეტილება პირველ რიგშ ორიეტნირებულია იმ რეგიონების მომხმარებლებისთვის სადაც ინტერნეტთან შეერთების პრობლემებია. აპლიკაცია ფუნქციონალურად თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი YouTube-ისგან გარდა იმისა, რომ მომხმარებელს შეეძლება ვიდეოს 144p და 360p-ში ჩამოტვირთვის საშუალება.

YouTube Go-ს მომხმარებლები ასევე შეძლებენ ვიდეოს გაზიარებას Bluetooth-ის საშუალებით, თუმცა უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ამისთვის მაინც საჭირო იქნება ინტერნეტთან დაკავშირება.

აპლიკაცია YouTube Go ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული რეგიონებში და ინსტალაციის შემდეგ საჭირო იქნება მომხმარებლის ტელეფონის ნომრის გადამოწმება.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი