გასული წლის ბოლოს Microsoft-მა Windows 10-ის სრულყოფილი ვერსია დააანონსა ARM პროცესორებისთვის. პირველი პარტნიორი კომპანია Qualcomm გახდა, ხოლო კომპიუტერები Snapdragon 835-ის ბაზაზე წლის განმავლობაში გამოჩნდება გაყიდვაში. ასევე ცნობილი გახდა, რომ Qualcomm უკვე თანამშრობლომს პერსონალური კომპიუტერების მსხვილ მწარმოებლებთან, რომ გამოუშვას პირველი Windows 10 ARM გადაწყვეტილებები. ბევრს ახსოვს Microsoft-ის პირველი გამოცდილება ARM პროცესორებთან, როცა Windows RT მოწყობილობები აპლიკაციების გარეშე დარჩა. კიტ კრესინმა, რომელიც უფროსი ვიცე-პრეზიდენტია Qualcomm Technologies-ში პირობას დებს, რომ Windows RT-ს მსგავს შემთხვევას ადგილი არ ექნება.

“ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, რომლის შესრულება სანდოობას გაზრდის, აჩვენებს ხალხს თუ რამდენად განსხვავდება ეს Windows RT-გან. აჩვენოს, რომ ეს არ არის Windows 10-ის განსხვავებული ვერსია” – ამბობს კიტ კრესინი.

მისი სიტყვებით მოსალოდნელი არ არის, რომ Snapdragon 835-ზე დაფუძნებული კომპიუტერები ბიუჯეტური იქნება, მაგრამ მათი ძვირადღირებული სეგმენტისთვის მიკუთვნებაც არ იქნება მართებული. ფასები უმთავრესად დამოკიდებული იქნება მწარმოებლებზე და კომპიუტერების მოდიფიკაციებზე. წელს შესაძლოა არც ისე ბევრი მოწყობილობა გამოვიდეს ARM პროცესორებზე, მაგრამ 2018-19 წლებში მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრება. ერთ-ერთი პირველი კომპანიები, რომელმაც ინტერესი გამოიჩინეს ახალ მიმართულებაზე არის Dell და HP.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ Qualcomm-ის პროცესორებზე დაფუძნებული პროცესორები სრულად თავსებადი იქნება Windows 10 აპლიკაციებთან. ეს შესაძლებელი გახდა ახალი ემულატორის წყალობით, რომელიც Microsoft-მა და Qualcomm-მა ერთობლივად შეიმუშავა. ასეთი კომპიუტერები გამოდგება ვებ-ბრაუზინგისთვის, ყოველდღიური ამოცანებისთვის, თუმცა თანამედროვე თამაშებისა და მძიმე გამოთვლებისთვის მათ გამოყენება რეკომენდებული არ არის. გარდა ამისა Qualcomm-ის პროცესორების გამოყენება ვირტუალური რეალობის პოპულარიზაციას შეუწყობს პრესონალურ კომპიუტერებზე.

“აქ არ არის ისეთი რამ, რაც შეუძლებელს გახდის ამის აპარატულად უზრუნველყოფას. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია დროთა განმავლობაში დაიხვეწება” – უპასუხა კიტ კრესინმა ვირტუალური რეალობის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია Qualcomm-ის პროცესორების ბაზაზე კომპიუტერების გამოშვების ვადები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here