გასული წლის შემოდგომაზე კომპანია Apple-მა ახალი თაობის MacBook Pro ნოუთბუქები წარმოადგინა, თუმცა უამრავი მომხმარებელი ჯერ კიდევ ელოდება სამაგიდო კომპიუტერების სერიების განახლებას. უკანასკნელია MacPro 2013 წელს გამოვიდა, ხოლო iMac და Mac minin 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა. აქედან გამომდინარე წარმოიშვა ვარაუდი, რომ Apple არ არის დაინტერესებული სამაგიდო კომპიუტერებში, მაგრამ ტიმ კუკმა, რომელიც კორპორაციას ხელმძღვანელობს ეს მოსაზრება უარყო. კითხვა-პასუხის სერიაში, რომელიც კომპანიის შტაბ-ბინაში, კუპერტინოში გაიმართა კუკმა განაცხადა, რომ მათ არ დავიწყებიათ პროფესიონალი მომხმარებლები.

“თქვენ ნახავთ, რომ ჩვენ ბევრს ვაკეთებთ პროფესიონალებისტვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა ჩვენთვის ისევე, როგორც ხელოვნება” – ამბობს ტიმ კუკი.

კუკს ასევე დაუსვეს შეკითხვა MacBook-ებში სენსორული ეკრანის გამოჩენის შესახებს რაზეც მან კატეფორიულად უპასუხა, რომ Mac და iPad დარჩებიან განსხვავებულ პროდუქტებად, რომლებიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ განვითარდება. ის დარწმუნებულია, რომ ამ ორი მოწყობილობის გაერთიანება ერთის სიმძლავრესა და მეორის ისმარტივეს შეიწირავს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here