Apple-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე დეველოპერებისთვის maOS-ის შემდეგი ვერსიის 10.15 ანონსი გააკეთა და ის Catalina-ს სახელით იქნება ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც მასში განხორციელდა არის iTunes-ის გადააზრება. კომპანიაში მისი სამ აპლიკაციად გაყოფა გადაწყვიტეს, Music, Podcast და TV. ცნობილ ინფორმაციაზე დაყდნობით Podcast აპლიკაცია უფრო კარგი იქნება იმით, რომ მასში მანქანნური დასწავლის ალგორითმები გაამარტივებს ახალი კონტენტის მოძიებას. TV აპლიკაცია 4K HDR ვიდეოს მხარდაჭერას მოიტანს მაკებზე, რომელიც მხოლოდ Apple TV 4K-ზე იყო ხელმისაწვომი მხოლოდ.

რეალური პრობლემა Apple-ისთვის იყო ის თუ როგორ განევითარებინა iTunes მომავალში და ერთ აპლიკაციაში ფუნქციონალის გაზრდის ნაცვლად მისი ცალკეულ აპლიკაციებად დაშლა შესაძლოა უცნაურიც კი აღმოჩენილიყო უკვე შეჩვეული მომხმარებლებისთვის. ასევე უცნობია იქნება თუ არა ანალოგიური აპლიკაციები Windows პლატფორმაზეც.

კიდევ ერთი სიახლე არის iPad-ის დამხმარე მოწყობილობად გამოყენება, რომელიც კაბელით ან უკაბელოდ შეასრულებს დამატებითი მონიტორის და ეკრანზე მანიპულაციების შემსრულებელი მოწყობილობის როლს. დამატებით ხმოვანი კონტროლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საოპერაციო სისტემის ფუნქციონალის სრულად გამოყენება. ყველა ოპერაცია, რომელიც ხმოვანი კონტროლით იმუშავებს არ გამოიყენებს Apple-ის ღრუბელს და ყველა პირადი მონაცემი ლოკალურად, მაკზე დარჩება.

ბოლოს Apple-მა აჩვენა Project Catalyst – ახალი მეთოდი, რომლის საშუალებით iOS-ის აპლიკაციების პორტირებაა შესაძლებელი macOS-ზე. პირველი აპლიკაცია Twitter იქნება, რომელიც უკვე მეორედ გამოვა Apple-ის სამაგიდო საოპერაციო სისტემისათვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here